01 სამშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
18.06.2016 / 07:06
შრიფტის ზომა:

"5 წლის შემდეგ საქართველოში C ჰეპატიტის არცერთი ახალი შემთხვევა აღარ უნდა იყოს"

საქართველოში C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამის მკურნალობისა და მართვის საკითხებზე სასტუმრო "რედისონში" სიმპოზიუმი მიმდინარეობს.

ღონისძიება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გახსნა. სიმპოზიუმზე ქვეყანაში C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამის მიმდინარეობის და ვირუსის მკურნალობის მიმართულებით არსებულ მდგომარეობას განიხილავენ, ასევე C ჰეპატიტის მკურნალობის ახალ მიდგომებზეც იმსჯელებენ. სპეციალისტები ერთი წლის შედეგებს შეაჯამებენ.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას დავით სერგეენკომ განაცხადა, პროგრამა გასული წლის აპრილში დაიწყო და ბრწყინვალე შედეგები აქვს. პროგრამაში ჩართვისათვის კრიტერიუმები მოიხსნა და უფრო მეტ ადამიანს აქვს შესაძლებლობა იმკურნალოს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით კი, პროგრამა ინოვაციურია მსოფლიოსთვის. საქართველო შერჩეულია C ჰეპატიტის აღმოსაფხვრელად პირველ სამოდელო ქვეყნად მსოფლიოში, რაც იმას ნიშნავს, რომ 5 წლის შემდეგ საქართველოში C ჰეპატიტის არც ერთი ახალი შემთხვევა აღარ უნდა იყოს. არსებული პაციენტების 95% კი განკურნებული იქნება.

"ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა ამ პროგრამას და რატომ იყო ამისთვის საქართველო შერჩეული, მაგრამ ამისათვის ობიექტური და სერიოზული მიზეზები არსებობდა. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და კომპანიამ "გილიადი" გადაწყვიტეს მრავალმილიარდიანი ინვესტიციის საქართველოში განხორციელება" , - განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, პროგრამის პირველი ფაზა დასრულდა და შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, პროგრამაში 27 000 ადამიანი დარეგისტრირდა 9 000-მა მკურნალობა ჩაიტარა. მისივე განცადებით, ეს იყო ყველაზე მძიმე კატეგორია. 9000-დან 6000-მა მკურნალობა უკვე დაასრულა, დანარჩენი აგრძელებს მკურნალობას. პირველ ეტაპზე პრეპარატი სოფოსბუვირი გამოიყენებოდა, მეორე ფაზაში კი უკვე სამი თვეა პაციენტების მკურნალობა უახლესი მედიკამენტით - ჰარვონით მიმდინარეობს, რომლის მეშვეობითაც პაციენტთა 95% განიკურნება.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

"5 წლის შემდეგ საქართველოში C ჰეპატიტის არცერთი ახალი შემთხვევა აღარ უნდა იყოს" | Allnews.Ge