
მსგავსი სატელეფონო საუბარი საერთოდ არ შემდგარა, არც უკრაინის შს მინისტრთან და არც სხვა პირთან, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში, ბლოგი Страна.ua-ს მიერ გავრცელებული აუდიჩანაწერის კომენტირებისას განუცხადეს.
"მსგავსი სატელეფონო საუბარი საერთოდ არ შემდგარა, არც უკრაინის შს მინისტრთან და არც სხვა პირთან. საერთოდ, იმის დაშვებაც კი, რომ ორი ქვეყნის შს მინისტრები სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან თემებს განიხილავენ არადაცული სატელეფონო კავშირის მეშვეობით, არასერიოზულია”, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.
Страна.ua-მ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, ცნობილი რუსი "პრანკერების" (სატელეფონო ხულიგნები) "ვოვანის" და "ლექსუსის" მტკიცებით, "ლექსუსი" საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვის სახელით ესაუბრება. აუდიოჩანაწერის თანახმად, თითქოსდა გიორგი მღებრიშვილი ექსპრეზიდენტს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს და უკრაინულ მხარეს სთხოვს, არ გადმოსცენ ის საქართველოს. ამასთან, ვიდეოს თანახმად, თითქოსდა გიორგი მღებრიშვილი ამბობს, რომ ეს პოზიცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეთანხმებულია.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
აუდიოჩანაწრის თანახმად, "პრანკერი" თითქოსდა საქართველოს შს მინისტრს ეუბნება, რომ მიხეილ სააკაშვილი აპირებს უკრაინაში ჩასვლას, თუმცა ის იქ არ სჭირდებათ და საქართველოს უნდა გადასცენ.
"ის ავანტიურისტია და ზედმეტი თავის ტკივილია, ჩვენ არ გვჭირდება.
პროკურორებთანაც გავიარე კონსულტაცია და თქვენთან თხოვნა გვაქვს, თუ ეს ნაძირალა გამოჩნდება თქვენთან, დაე "ბომჟი" იყოს და მთელ მსოფლიოში იაროს, ვიდრე საქართველოში ციხეში იჯდეს. არ გვინდა, მისგან გმირი შევქმნათ. აქ ყველაფერი დასტაბილურდა, მის გარეშე კარგად ვცხოვრობთ და თუ აქ გამოჩდნება, დაიწყება მღელვარება", - აცხადებს თითქოსდა გიორგი მღებრიშვილი.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პოლიციელებმა ლანჩხუთის რაიონის აცანის ეკლესიის წინამძღვარს, გაბრიელ კახელიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
როგორც შსს-ში განაცხადეს, პატრულის თანამშრომლები მოქმედებდნენ კანონის ფარგლებში, ხოლო კახელიშვილმა თვითდაზიანებები მიიყენა.
"პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს ავტომობილი, რომელსაც არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა გაბრიელ კახელიშვილი. პატრულის თანამშრომლებმა მას სახლში გადაყვანა შესთავაზეს, რასაც სასულიერო პირის მხრიდან აგრესია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა. ამის შემდეგ, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით სასულიერო პირი გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, გადაყვანისას კი მან პოლიციის მანქანაში თვითდაზიანებები მიიყენა. ამ ყველაფრის ამსახველი ვიდეომასალაც", - აცხადებენ შსს-ში.
შსს სოფელ აცანის წინამძღვართან დაკავშირებულ ვიდეომასალას საპატრიარქოში გადააგზავნის
როგორც უწყებაში განმარტავენ, სასულიერო პირი დააკავეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით. ამჟამად მიმდინარეობს საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით. მომხდარის შესახებ შსს-ს მხრიდან ეცნობა საპატრიარქოსაც.
უწყება ფაქტთან დაკავშირებით დღის განმავლობაში ოფიციალურ განცხადებასაც გაავრცელებს.
მკითხველის კომენტარები
(0)