მსოფლიო
09.04.2017 / 11:04
შრიფტის ზომა:

ეგვიპტეში კოპტურ ეკლესიაში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ეგვიპტეში კოპტურ ეკლესიაში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ეგვიპტის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ტანტაში მდებარე კოპტურ ეკლესიაში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ "ალ-ჯაზირა" ავრცელებს.

ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, დაშავებულია 70-ზე მეტი ადამიანი. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ამ დროისთვის არც ერთ ექსტრემისტულ დაჯგუფებას საკუთარ თავზე არ აუღია. უცნობია აფეთქების გამომწვევი მიზეზიც.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"ალ-ჯაზრას" ინფორმაციით, ეგვიპტეში მცხოვრები ქრისტიანები ისლამისტების თავდასხმის სამიზნე ხშირად ხდებიან. დეკემბერში კაიროში მდებარე კოპტურ ეკლესიაში მომხდარ აფეთქებას 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

სურსათის ეროვნული სააგენტო ავტომაგისტრალებზე მდებარე კვების ობიექტებს ამოწმებს | Allnews.Ge

სურსათის ეროვნული სააგენტო ავტომაგისტრალებზე მდებარე კვების ობიექტებს ამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტო ავტომაგისტრალებზე მდებარე კვების ობიექტებში, სადაც ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით მომხმარებლის რაოდენობა საკმაოდ მაღალია, შემოწმებას ახორციელებს. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოდან გვაცნობეს.

"მოწმდება სურსათის უვნებლობა და ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა. მომხმარებელმა სურსათის შეძენისას ყურადღება უნდა გაამახვილოს შენახვისა და რეალიზაციის პირობებზე და აქტიურად ითანამშრომლოს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან, რათა დარღვევის არც ერთი შემთხვევა არ დარჩეს რეაგირების გარეშე", - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ კახა სოხაძემ, რომელმაც სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებთან ერთად, ზესტაფონსა და რიკოთის უღელტეხილის მიმდებარედ განთავსებული საზოგადოებრივი კვების ობიექტების შეამოწმების პროცესს დაესწრო.

სახელმწიფო კონტროლის მიმდინარეობისას ბიზნესოპერატორებს მიეცათ მითითებები და კონკრეტული ვადა შესასრულებლად. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მიმდინარე წელს 1282 სახელმწიფო კონტროლი განახორციელა. კრიტიკული შეუსაბამობის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა 10 ობიექტს, მათგან 9 ბიზნესოპერატორმა, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უკვე გამოასწორა არსებული შეუსაბამობები და კანონის შესაბამისად, მათ საწარმოო პროცესი აღუდგა.