საზოგადოება
16.02.2017 / 06:02
შრიფტის ზომა:

ვაკეში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

ვაკეში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

არსებული ინფორმაციით, ვაკეში, შატბერაშვილის ქუჩაზე გვიან ღამით შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. არაოფიციალური ცნობით, დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი BMW-ს მარკის ჯიპს გაუხსნეს, რომელშიც რამდენიმე პირი იმყოფებოდა.

როგორც "რუსთავი 2" იუწყება, მათ შორის იყო ინტერპოლის საქართველოს ბიუროს თანამშრომელი, რომელიც დაიჭრა.

არხის ინფორმაციით, დაჭრილს ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა ოპერაცია. მომხდარის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

საქმის ძიება თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო, თუმცა მალევე პროკურატურას გადაეცა.

Allnews.ge ინფორმაციის გადამოწმებას მთავარ პროკურატურაში ცდილობს, თუმცა პრესსამსახურში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ბათუმში 7 ადამიანი მოიწამლა | Allnews.Ge

ბათუმში 7 ადამიანი მოიწამლა

ბათუმში, ერთ-ერთ კვების ობიექტში შვიდი ადამიანი მოიწამლა. როგორც ჩვენი კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. დაშავებულებს შორის ერთი 5 წლის ბავშვია.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, კობა ნაკაიძის ინფორმაციით, დაშავებულები ბარცხანაში მდებარე ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფებიან და მათი მდგომარეობა ნორმალურია.

"ორი საკუთარი მიმართვით მივიდა ინფექციურში, ხუთი ადამიანი კი სასწრაფომ გადაიყვანა. არც ერთის მდგომარეობა მძიმე არ იყო. ინტოქსიკაციას მაიონეზითა და ქათმის ხორცით დამზადებულ სალათს უკავშირებენ", - განუცხადა კობა ნაკაიძემ "ინტერპრესნიუსს".

მისივე ინფორმაციით, ზუსტი მიზეზის დადგენაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები მუშაობენ.