
2016 წლის ზღვის სეზონზე დამწვრობის ცენტრში უკვე 70-ზე მეტი პაციენტია მოთავსებული, მიზეზი კი მზით დამწვრობაა. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, რუჯის მიღების საშუალებად ზოგი მაინც იყენებს ლეღვის ნახარშს, თუმცა არის სხვა საშუალებებიც, რაც სავალალო შედეგებს იწვევს. ხშირად რუჯის მსურველები საავადმყოფოში ხვდებიან სხეულის დამწვრობის გამო.
როგორც ALLNEWS.GE-სთან დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, გუგა ქაშიბაძე ამბობს, მიუხედავად არამდგრადი ამინდებისა, ამ სეზონზე მზით დამწვარი ადამიანების სტატისტიკა უკვე საკმაოდ დიდია.
"ბოლო 20 დღის განმავლობაში მზით დამწვრობის 75 შემთხვევა გვქონდა, აქედან 10 მათგანს სტაციონალური მკურნალობა დასჭირდა, ორი მათგანი კი რეანიმაციის განყოფილებაში მოხვდა, რადგან დამწვრობა დიდ ფართობზე, სხეულის 70-80%-ზე იყო. ყველა მათგანის მიზეზი იყო რუჯის მიღების სურვილი, ორი მათგანი იყო მეთევზე და ისინი თევზაობის დროს დაიწვნენ.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მზით დამწვარ პაციენტებს შორის ყველაზე პატარა იყო 3 წლის, ხოლო ყველაზე ასაკიანი 22 წლის ბიჭი. რაც შეეხება რუჯის მიღების ხერხს, ლეღვის ნახარში იყო მარტო ერთ შემთხვევაში, დანარჩენი უბრალოდ მზეზე დაიწვნენ რადგან არ ჰქონდათ წასმული მზისგან დამცავი საშუალება", - ამბობს გუგა ქაშიბაძე.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ლეღვის ნახარშის გარდა, რუჯის მისაღებად მსურველები სხვადასხვა ხერხს მიმართავენ: "მაგალითად, იყენებენ ერთ-ერთ გაზიან სასმელს, სოდას, იოდს, ერთ-ერთი ბოსტნეულის წვენს, ლუდს და ა.შ. უნდა იცოდნენ, რომ ამ ყველაფერს საბოლოდ სავალალო შედეგი მოაქვს".
ქაშიბაძე ასევე მოსახლეობას ურჩევს, რომ რომ მზეზე გასვლის წინ, აუცილებელად წაისვან სხეულზე მზისგან დამცავი საშუალებები, თუ მათ რუჯის მიღება სურთ.
თეა ბეჟიტაშვილი
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
2016 წლის ზღვის სეზონზე დამწვრობის ცენტრში უკვე 70-ზე მეტი პაციენტია მოთავსებული, მიზეზი კი მზით დამწვრობაა. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, რუჯის მიღების საშუალებად ზოგი მაინც იყენებს ლეღვის ნახარშს, თუმცა არის სხვა საშუალებებიც, რაც სავალალო შედეგებს იწვევს. ხშირად რუჯის მსურველები საავადმყოფოში ხვდებიან სხეულის დამწვრობის გამო.
როგორც ALLNEWS.GE-სთან დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, გუგა ქაშიბაძე ამბობს, მიუხედავად არამდგრადი ამინდებისა, ამ სეზონზე მზით დამწვარი ადამიანების სტატისტიკა უკვე საკმაოდ დიდია.
"ბოლო 20 დღის განმავლობაში მზით დამწვრობის 75 შემთხვევა გვქონდა, აქედან 10 მათგანს სტაციონალური მკურნალობა დასჭირდა, ორი მათგანი კი რეანიმაციის განყოფილებაში მოხვდა, რადგან დამწვრობა დიდ ფართობზე, სხეულის 70-80%-ზე იყო. ყველა მათგანის მიზეზი იყო რუჯის მიღების სურვილი, ორი მათგანი იყო მეთევზე და ისინი თევზაობის დროს დაიწვნენ.
მზით დამწვარ პაციენტებს შორის ყველაზე პატარა იყო 3 წლის, ხოლო ყველაზე ასაკიანი 22 წლის ბიჭი. რაც შეეხება რუჯის მიღების ხერხს, ლეღვის ნახარში იყო მარტო ერთ შემთხვევაში, დანარჩენი უბრალოდ მზეზე დაიწვნენ რადგან არ ჰქონდათ წასმული მზისგან დამცავი საშუალება", - ამბობს გუგა ქაშიბაძე.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ლეღვის ნახარშის გარდა, რუჯის მისაღებად მსურველები სხვადასხვა ხერხს მიმართავენ: "მაგალითად, იყენებენ ერთ-ერთ გაზიან სასმელს, სოდას, იოდს, ერთ-ერთი ბოსტნეულის წვენს, ლუდს და ა.შ. უნდა იცოდნენ, რომ ამ ყველაფერს საბოლოდ სავალალო შედეგი მოაქვს".
ქაშიბაძე ასევე მოსახლეობას ურჩევს, რომ რომ მზეზე გასვლის წინ, აუცილებელად წაისვან სხეულზე მზისგან დამცავი საშუალებები, თუ მათ რუჯის მიღება სურთ.
თეა ბეჟიტაშვილი
მკითხველის კომენტარები
(0)