25 სამშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
10.07.2016 / 10:07
შრიფტის ზომა:

მაია რჩეულიშვილი ყოფილი მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის ინტერესებზე საუბრობს

წარმოიდგინეთ, ჩემს სახლში ჩემი ჩაიდანი რომ ავიღო და თქვენ მიჩივლოთ, - "ცენტრ-პოინტის" დამფუძნებლის მაია რჩეულიშვილის განმარტებით ასეთია საქმე, რის გამოც პროკურატურამ ბათუმის საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელი ირაკლი მინდელი და გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი დააკავა.

საქმე "მაგნოლიას" პროექტს ეხება, რომელიც 5 წლის წინ დასრულდა, იქ ახლა ხალხი ცხოვრობს და გაქირავებული აქვთ ბინები. ამასთან, რჩეულიშვილის ინფორმაციით, ირაკლი მინდელს ამ საქმეზე უკვე ჰქონდა სასამართლო პროცესი ბათუმში, შეუფარდეს გირაო და სასამართლო მორიგებით დასრულდა.

"ბათუმში, სალომე ჩარკვიანთან 20 კაცი მივიდა პროკურატურიდან და სამ ბავშვთან ერთად დაიჭირეს და ბათუმიდან თბილისში ეტაპირებით გადმოჰყავთ. ირაკლი მინდელის დაკავების დეტალები არ ვიცი. გუკას დასაკავებლად ჩიტაძის ქუჩაზე მივიდნენ, მაგრამ გუკა გასული იყო. იმის შეგნებაც არ აქვთ, რომ ეს არის ჩემი შპს - 100%-ით და თუკი ფული დახარჯეს, ამაზე მე უნდა მეჩივლა გუკასთვის, ირაკლისთვის და სალომესთვის. აქ სახელმწიფო არაფერშუაშია. ერთს ვადასტურებ, რომ არასდროს ფული უნებართვოდ არ აუღიათ, რადგან ეს იყო ჩემი ფული, მე უნდა მეჩივლა, მე ვარ მხარე. წარმოიდგინეთ ჩემს სახლში ჩემი ჩაიდანი მე რომ ავიღო და თქვენ მიჩივლოთ", - აცხადებს მაია რჩეულიშვილი.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

კომპანია "ცენტრ-პოინტის" დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ საქმე პოლიტიკურია და ამ კონტექსტში ყოფილი მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის ინტერესებზე საუბრობს.

"საერთოდ ეს საქმე არის პოლიტიკური - არჩილ კბილაშვილი, რომელმაც ჩემს დას საქმე აღუძრა, ერთ-ერთ ობიექტზე ჩვენი პარტნიორი იყო. მან წარმოუდგენლად უხეშად გამოიყენა თავისი ძალაუფლება. ნახევარი სახლი იყო ჩვენი, ნახევარი - აჩიკო კბილაშვილის. სახლის, რომელიც ჩვენ უნდა აგვეშენებინა და სადაც ჩვენ მილიონიანი ინვესტიცია განვახორციელეთ, ეტყობა მთლიანად გამორთმევა მოუნდა. ეს არის ჩემი, აბსოლუტურად დასაბუთებული ეჭვი", - აცხადებს რჩეულიშვილი.

მკითხველის კომენტარები
(5)

Meri
12 აგვისტო , 2016 01:08

Unamuso ojaxi,rogor shevitsodo to Rotsa chveni nashromit igrialet da ertxel bodishits Ki ar mogixdiat gamtsarebuli xalxistvis. Damibrunet chemi puli da tavshi kva ixalet kvelam!

tina
11 ივლისი , 2016 23:07

რასაც დასთეს იმას მოიმკიო აბა რა გეგონა შეგრჩებოდა 600 ადამიანის გამწარება? აი ახლა კი შენ უნდა დარჩე უსახლკაროდ და მიხვდები

ყველაფერს

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
• შიდა_horizont_10ambebi.ge
• შიდა_horizont_10palitravideo.ge
• შიდა_horizont_10bpn.ge
• შიდა_horizont_10ipn.ge
• შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
• შიდა_horizont_10lelo.ge
• შიდა_horizont_10msholebi.ge
• შიდა_horizont_10mkurnali.ge
• შიდა_horizont_10SS NEW
• შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

მაია რჩეულიშვილი ყოფილი მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის ინტერესებზე საუბრობს | Allnews.Ge