საზოგადოება
19.09.2017 / 13:09
შრიფტის ზომა:

ელიავასთან მამაკაცი მტკვარში გადავარდა

ელიავასთან მამაკაცი მტკვარში გადავარდა

ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ხიდიდან მამაკაცი მტკვარში გადავარდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მაშველების სწრაფი რეაგირების შედეგად, მამაკაცი წყლიდან დროულად ამოიყვანეს და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მათივე ცნობით, მამაკაცს სხეულზე მცირე დაზიანებები აღენიშნება.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

37 წლის ქალისა და მისი სამი შვილის დაღუპვის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი | Allnews.Ge

37 წლის ქალისა და მისი სამი შვილის დაღუპვის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი

ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანის მცხოვრებლები ერთ-ერთი მეზობლის ოჯახში მომხდარი შემთხვევის დეტალებს ყვებიან.

როგორც ისინი აცხადებენ, სახლიდან, სადაც 37 წლის ქალისა და მისი სამი შვილის ცხედრები იპოვეს, ძვირფასეულობა წაღებული არ არის.

ამასთან, მეზობლების ინფორმაციით, ნათესავებს თავად სახლი არეული, ცხედრები კი ნაცემ-ნაწამები დახვდათ.

"რაც მოხდა საშინელებაა. მთელი სოფელი შეშინებულია. გარდაცვლილები ნათესავებმა იპოვეს. ისინი ნაწამები და ნაცემები არიან. ძვირფასეულობა და ფული წაღებული არ არის. ბუნებრივი აირის მილი გადაჭრილია. ალბათ, ეგონათ ხანძარი კვალს წაშლიდა. მთელი სოფელი ველოდებით, რომ მკვლელს იპოვნიან", - განუცხადა "იმედს" ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანში 37 წლის ქალისა და მისი სამი შვილის ცხედრები იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ბავშვების ასაკი 5, 16 და 18 წელია. სახლში მხოლოდ ქალი და მისი შვილები ცხოვრობდნენ. მოკლული ქალის მეუღლე კი რუსეთში სამუშაოდ იმყოფება.

დედისა და მისი სამი შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, მათივე სოფლიდანაა

მომხდარის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ცხედრები ნინოწმინდის რაიონული ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს, სადაც გვამებს ექსპერტიზა ჩაუტარდათ.

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა, ცხედრები მეზობლებმა გუშინ შემთხვევით აღმოაჩინეს.

დედასა და უფროს გოგონებს სავარაუდოდ თავის არეში აქვთ ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობები მიყენებული. უმცროსი, 5 წლის ბიჭი კი გაგუდულია. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. მომხდარის შესახებ სხვა ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

შემთხვევასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.