
"აუდიტორია 115"-ის სტუდენტებმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გია შარვაშიძისგან, რამდენიმე დაპირება უკვე მიიღეს.
გია შარვაშიძის თქმით, უნივერსიტეტში დაინერგება გარე რეფერირების მექანიზმი, სწავლებაში შემოვა მეცნიერება, რაც სტუდენტების მოთხოვნაა.
რექტორის თქმით, შედგება უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმა, რომლის შედგენაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც სტუდენტები, ასევე "აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლები. შარვაშიძის თქმით, გარკვეული საკითხები დღეს აკადემიური საბჭოს სხდომაზე იქნება განხილული, რომელიც 16:00 საათზე გაიმართება.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, გია შარვაშიძესთან "აუდიტორია 115"-ის სტუდენტების შხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
ის თსუ-ს შენობაში "აუდიტორია 115"-ში მიმდინარეობს. როგორც "აუდიტორია 115"-ის წევრმა სტუდენტებმა ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე განუცხადეს, ისინი დიალოგის დაწყების წინააღმდეგი არ არიან, "თუმცა ძალიან ბევრი შეუსრულებელი დაპირება მიიღეს და რექტორის აღარ სჯერათ".
შეხვედრის დაწყებამდე უნივერსიტეტში დაპირისპირება მოხდა. "აუდიტორია 115"-ის წევრებმა უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან დღეს სწავლის დაწებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაშალეს. მათ უნივერსიტეტის კიბეებზე გაშალეს დიდი პლაკატი წარწერით "მოვითხოვთ განათლების რეფორმას. აუდიტორია 115".
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ვახტანგ რჩეულიშვილსა და "ცენტრ პოინტის" მიერ დაზარალებულ მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ვახტანგ რჩეულიშვილმა თბილისის პროკურატურასთან შეკრებილ დაზარალებულებს პროვოკატორები და თაღლითები უწოდა.
ვახტანგ რჩეულიშვილი დაზარალებულებს განუმარტავდა, რომ მას მათი ვალი არ აქვს და სახელმწიფო არ აძლევს იმის საშუალებას, რომ მშენებლობები დაამთავროს. რჩეულიშვილის თქმით, ფინანსთა სამინისტროს მისთვის დასაბრუნებელი აქვს 20 მილიონი დოლარი, ხოლო იმ ადამიანებს, ვინც დღეს თბილისის პროკურატურასთან არიან შეკრებილები, პირადად მისი ოჯახის 50 მილიონი მართებს.
პროკურატურამ მაია რჩეულიშვილს ბრალი წაუყენა
ვახტანგ რჩეულიშვილს კითხვა აქვს პროკურატურასთან, თუ რატომ უშლის ხელს მუშაობაში და რატომ არ აძლევს ყველა ადამიანის დაკმაყოფილების საშუალებას.
მკითხველის კომენტარები
(0)