
დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ტერეზა მეი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატი დარჩა.
როგორც "ბიბისი" იტყობინება, მისმა მეტოქემ, ენერგეტიკის მინისტრმა ანდრეა ლიდსომმა საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შესახებ განაცხადა.
23 ივნისს, მას შემდეგ, რაც დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის მხარდამჭერებმა გაიმარჯვეს, მოქმედმა პრემიერმა დევიდ კემერონმა ოქტომბერში თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.