
"ღმერთმა არ ქნას, ამ ტიპის სიტუაცია იყოს სექტემბრისთვის, როცა სწავლა უნდა დაიწყოს" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს დაბლა ჩამოვიდა, მაშინ სწავლის განახლების საკითხი დადგება.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
„ღმერთმა არ ქნას, ამ ტიპის სიტუაცია იყოს სექტემბრისთვის, როცა სწავლა უნდა დაიწყოს. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით. აცრების ინტენსიფიკაციამ სერიოზულად უნდა შეამციროს ახალი შემთხვევების მაჩვენებელი. თუ ჩამოვიდა დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს დაბლა, მაშინ დადგება საკითხი სწავლის განახლების შესახებ”, - განაცხადა გამყრელიძემ.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ირანი, საქართველო, სომხეთი, საბერძნეთი და ბულგარეთი ახალი სატრანსპორტო კორიდორის შექმნას აპირებენ, რომელიც ერთმანეთთან სპარსეთის ყურესა და შავ ზღვას დააკავშირებს.
ამის შესახებ სომხეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სამინისტროს მაღალჩინოსანმა დავიდ მელკონიანმა სომხურ გამოცემა news.am-ს განუცხადა.
მისი ინფორმაციით, 14-15 ივლისს შესაბამისი პროექტის დეტალებზე განსახილველად, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ირანის, საქართველოს, სომხეთის, ბულგარეთისა და საბერძნეთის წარმომადგენლები შეხვდებიან ერთმანეთს.
მისი ინფორმაციით, პროექტის პირველი განხილვა დაახლოებით თვენახევრის წინ, თეირანში გაიმართა.
ახალი სატრანსპორტო კორიდორის შექმნის პროექტის არსებობას ადასტურებს გავლენიანი გამოცემა Huffington Post-იც, რომლის თანახმად, ირანს სურს გახდეს სავაჭრო ჰაბი ევროპასა და ცენტრალური აზიისთვის და სწორედ ამ მიზნით ქმნის ახალ სატრანსპორტო კორიდორს.
რამდენიმე დღის წინ, ირანში ვიზიტით მყოფმა ბულგარეთის პრეზიდენტმა ბოიკო ბორისოვმა დაადასტურა, რომ ბულგარეთი მზად არის, აღნიშნულ პროექტს შეურთდეს.
მკითხველის კომენტარები
(0)