მძღოლები კომპანია "თბილისის მიკროავტობუსს" მოთხოვნებს უყენებენ
დიღომში, დღეს აშშ-ს საელჩოსთან მდებარე ტაქსოპარკის მძღოლები გაიფიცნენ. მათი განცხადებით, გაფიცვა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" ხელმძღვანელები მათ მიმართ დამოკიდებულებას არ შეცვლიან.
"დღეს დილით, დაცვის თანამშრომელმა მძღოლს ხელი გაარტყა. დაცვის თანამშრომელი მძღოლს ალკოჰოლზე ამოწმებდა, თუმცა ეს შემოწმება რამდენჯერმე გაგრძელდა, რაც დაპირისპირებაში გადაიზარდა - დაცვამ ხელი დაარტყა. ჩვენ არ ვართ დარწმუნებული, რომ ასეთი დამოკიდებულება ხვალ და ზეგაც არ გაგრძელდება. მოვითხოვთ დამოკიდებულების შეცვლას, წინააღმდეგ შემთხვევაში გაფიცვა გაგრძელდება", - აცხადებენ მძღოლები.
სამარშრუტო ტაქსტების მძღოლების ნაწილი გაიფიცა
ისინი სხვა მოთხოვნებს და პრეტენზიებსაც აყენებენ, მათ შორის დღიური გეგმის შემცირებას და სამარშრუტო ტაქსების გაუმართაობას.
მძღოლების ინფორმაციით, გაფიცებულები არიან - 52, 45, 42, 2, 4, 41, 44, 15 ნომრის სამარშრუტო ტაქსების მძღოლები.
მკითხველის კომენტარები
(1)
იღლიის გამობანაზე და გაჭუჭყიანებულ/გაქონილი მიკროავტობუსების დასუფთავებაზე როდის შეამოწმებენ ?