22 შაბათი - 2025, მარტი
საზოგადოება
22.07.2016 / 06:07
შრიფტის ზომა:

დემირელის სახელობის კოლეჯი და მისი პარტნიორი სკოლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

დემირელის სახელობის კოლეჯი და მისი პარტნიორი სკოლები ემიჯნებიან ნებისმიერი ტიპის პოლიტიკურ აქტივობას და გაჟღერებულ ბრალდებებზე სამართლებრივ რეაგირებას გეგმავენ.

როგორც სკოლების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, სკოლებში სწავლება მიმდინარეობს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სასწავლო პროგრამის მიხედვით და სკოლების ფუნქციონირება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

"ცალსახად ვემიჯნებით ნებისმიერ პოლიტიკურ, კანონსაწინააღმდეგო და არასახელმწიფოებრივ საქმიანობას. ასევე ვგმობთ ნებისმიერ მცდელობას გარე და შიდა პოლიტიკურმა ძალებმა გამოიყენონ ჩვენი სკოლები, როგორც პოლიტიკური იარაღი. ჩვენთვის მიუღებელია ჩვენი მოსწავლეებისა და პედაგოგობის სახელის ხსენება ისეთ კონტექსტში, როგორიცაა "ტერორიზმი" და "ექსტრემიზმი".

ჩვენს სკოლებში საგანმანათლებლო პროცესი ღია და გამჭვირვალეა. სწავლება მიმდინარეობს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სასწავლო პროგრამის მიხედვით და სკოლების ფუნქციონირება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. სკოლების მთავარი მიზანი განათლებული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ჯანსაღი და თავისუფალი მოქალაქეების აღზრდაა.

შორს ვართ ნებისმიერი არასახელმწიფოებრივი ქმედებისგან და ერთგული შრომით ვემსახურებით ღირსეული მოქალაქეების აღზრდას.

ორი ათეული წლის განმავლობაში ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში გაიზარდნენ საამაყო ქართველები, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს სხვადასახვა ქვეყანაში: ზაზა ფაჩულია, ზვიად მეტრეველი, ნათია გვენეტაძე, გიორგი კოჭლამაზაშვილი (იაპონია), ირაკლი მარღანია (აშშ), დემეტრე გვარამია (აშშ), გ. კაპანაძე (გერმანია) და სხვა მრავალი. ამ წლების განმავლობაში ჩვენმა კურსდამთავრებულებმა დიდი როლი შეასრულეს ქვეყნის აღმშენებლობაში და დემოკრატიული ფასეულობების დაცვაში.

თითოეული მოსწავლე ჩვენი სიამაყეა! ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წვლილით ქვეყნის აღმშენებლობაში", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ, რუსთავის "შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმი", მარნეულის "დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა", ქუთაისის "ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი", თბილისის "ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლა", თბილისის სკოლა-ლიცეუმი "სხივი" და ბათუმის რ. შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმი "მეგობრობა".

მკითხველის კომენტარები
(0)

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge

დემირელის სახელობის კოლეჯი და მისი პარტნიორი სკოლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ | Allnews.Ge