
"გუგლის" საძიებო სისტემის მიხედვით, 2017 წელს საქართველოში ინტერნეტმომხმარებლების უმეტესობა Bitcoin-ით დაინტერესდა. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის იანვარში კრიპტოვალუტის მიმართ ინტერესი თითქმის არ იყო, თუმცა მისი ღირებულების სტაბილური ზრდა შეინიშნებოდა. მის მიმართ ინტერესმა პიკს მიაღწია Bitcoin-ის ფასის ზრდასთან ერთად - 2017 წლის დეკემბერში.
დიდი დაინტერესებით სარგებლობდა მობილური ტელეფონის ორი თამაში - Clash Royale და Roblox.
საქართველოს ინტერნეტმომხმარებლებში დიდი ინტერესით სარგებლობდა ორი თურქული სერიალი - "მოპარული ცხოვრება" და "დაქირავებული სიყვარული". ასევე დიდი ინტერესით სარგებლობდა ქართული სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები". მაყურებლები ამ სერიალით ყველაზე მეტად 2017 წლის სექტემბერსა და ნოემბერში დაინტერესდნენ.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
აღსანიშნავია, რომ გუგლის საძიებო სისტემის მიხედვით, თბილისელებმა 2017 წელს დიდი ინტერესი გამოიჩინეს Wizz Air-ის ავიახაზების მიმართ. ინტერესმა პიკს ოქტომბრის 1-ელ რიცხვში მიაღწია.
2017 წელს თბილისელებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს სოციალური ქსელის Sarahah-ს მიმართ.
წყარო: bpn.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ქუთაისი-სამტრედიის გზაზე 21 ივლისს მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული სამი პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის დირექტორმა ანჟელა ორჯონიკიძემ განუცხადა, ავარიის დროს დაშავებული მორაგბე გიორგი ლომინაძე და მისი მეუღლე, ასევე მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე კვლავ ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებიან, თუმცა უმნიშვნელო დადებითი დინამიკა შეინიშნება.
"დილის მდგომარეობით სამივე პაციენტის შემთხვევაში უმნიშვნელო დადებითი დინამიკა აღინიშნება. ჰემოდინამიკური მაჩვენებლები გაუმჯობესდა. მიმდინარეობს ადეკვატური მკურნალობა და სამედიცინო მეთვალყურეობა", - განაცხადა ანჟელა ორჯონიკიძემ.
მისივე თქმით, ავარიის შედეგად დაშავებულებიდან უკეთესი მდგომარეობა აქვს მერაბ კვირიკაშვილს, მისი მდგომარეობა მძიმე არ არის. იგი პალატაშია გადაყვანილი და საჭირო მკურნალობა უტარდება.
21 ივლისს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მორაგბეები: 32 წლის მერაბ კვირიკაშვილი და 26 წლის გიორგი ლომინაძე, ასევე მათი მეუღლეები დაშავდნენ. გიორგი ლომინაძეს ორივე ბარძაყისა და წვივის ძვლების მოტეხილობა, ტრავმული შოკი, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა და სისხლის დიდი ოდენობით დანაკარგი აღენიშნებოდა.
სამტრედია-ქუთაისის გზაზე ავარიის დროს ერთმანეთს დიდი სისწრაფით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიას სამი ადამიანის ახალგაზრდა ცოლ-ქმრისა და მათი მეგობრის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მკითხველის კომენტარები
(0)