
თბილისის მერიასთან, ფილარმონიასთან, ეროვნულ სტადიონთან და კიდევ შვიდ ადგილზე, დედაქალაქში მრავალსართულიანი პარკინგის მოსაწყობად მერია ტენდერს უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს, - ამის შესახებთბილისის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა.
ნარმანიას თქმით, კომერციული თვალსაზრისით მიმზიდველი კონკრეტული ადგილები შეარჩიეს. ამჟამად სატენდერო დოკუმენტაცია მზადდება, რის შემდეგაც ტენდერი გამოცხადდება.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"მრავალსართულიანი პარკინგების მოსაწყობად ტექნიკურ დოკუმენტაციაზე მუშობა დასრულებულია და თბილისის მერიამ ეს დოკუმენტაცია უკვე ჩაიბარა. მოხდა კონკრეტული ადგილების შერჩევა. ეს ადგილები კომერციული თვალსაზრისით შესწავლილია და ათივე ადგილი არის მიმზიდველი. ამჟამად მიმდიანრეობს სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება, რის შემდეგაც ტენდერი გამოცხადდება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
დედაქალაქის მერმა 10 შერჩეული ადგილიდან სამი დაასახელა. კერძოდ, თბილისის მერიასთან, ფილარმონიასთან და ეროვნულ სტადიონთან მრავალსართულიანი პარკინგები მოეწყობა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პარლამენტის ყოფილი წევრის, 2008-2012 წლებში ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატის რომან მარსაგიშვილის სახლში დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება - ტროტილი აღმოჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა "ინტერპრესნიუსს" მარსაგიშვილის მეგობარმა, დეპუტატმა კარლო კოპალიანმა მიაწოდა.
კოპალიანის ცნობით, რომან მარსაგიშვილმა სამართლადამცავებს უკვე მიმართა.
დეპუტატის ვარაუდით, ტროტილი მარსაგიშვილის სახლში წინა ხელისუფლების დროს არის "ჩადებული".
"რომან მარსაგიშვილი სულ რამდენიმე წუთის წინ დამიკავშირდა. ის ახლა თავის სოფელში - ყაზბეგის რაიონის სოფელ არშაში იმყოფება, სადაც დასუფთავების სამუშაოებს ატარებდა. როგორც ირწმუნება, ამ პროცესში მან შემთხვევით რამდენიმე კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება "ტროტილი" აღმოაჩინა. ის შესაბამის ორგანოებს დაუკავშირდა.
აქვს კატეგორიული მოთხოვნა, რომ აღნიშნული ტერიტორია შემოიღობოს და შესაბამისი სამუშაოები ჩატარდეს. რომან მარსაგიშვილი ახლა აქტიურ პოლიტიკაში არ არის და რომც იყოს, ალბათ ეს დღევანდელ დღეს ნამოქმედარი არ არის.
მაქვს ეჭვი და ისიც ადასტურებს ამ ეჭვს - რომან მარსაგიშვილმა 2008-2012 წლებში რთული პერიოდი გაიარა, იყო პარლამენტის წევრი ოპოზიციიდან, მახსოვს მასთან დაკავშირებული ყველა დეტალი, თუ როგორ დაუჭირეს შვილი, როგორ "ჩაუდეს" მას ნარკოტიკი და როგორ გაასამართლეს, რაშიც მაშინდელი მაღალჩინოსნები ერივნენ.
მისი ვარაუდია, რომ ტროტილი იმ პერიოდშია ჩადებული. ამას შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს. მაოხრებელი გზირის არ იყოს, "ნაციონალური მოძრაობა" თავისი წარსული საქმიანობით ყოველდღიურად გვახსენებს თავს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" კარლო კოპალიანმა.
მკითხველის კომენტარები
(0)