01 სამშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ქვეშში კიდევ ერთი პირი გაიტაცეს | Allnews.Ge

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ქვეშში კიდევ ერთი პირი გაიტაცეს

შიდა ქართლში, ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე სოფელ ქვეშის განაპირას, შეიარაღებულმა ფორმიანებმა ადგილობრივი მცხოვრები, 1975 წელს დაბადებული ალეკო შევერდაშვილი გაიტაცეს.

ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, შევერდაშვილი ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე, საკუთარ ბაღში იმყოფებოდა, რა დროსაც შეიარაღებული პირები ოსური მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გადმოვიდნენ, ე. წ. საზღვარი გადმოკვეთეს და შევერდაშვილი დააკავეს.

დაკავებულის ადგილსამყოფელი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ოჯახს არავინ დაკავშირებია.