
ახალი წელი ზეიმსა და გართობასთან ასოცირდება. მშობლებიც ცდილობენ, მეტი დრო დაუთმონ ბავშვებს და გასართობ ღონისძიებებზე წაიყვანონ. Allnews.ge გთავაზობთ ინფორმაციას საახალწლო საბავშვო ღონისძიებების შესახებ.
კონტაქტური ზოოპარკი "ფაუნალენდი" პატარა მაყურებლებს სთავაზობს საახალწლო ზღაპარს "ჯადოსნური გარდაქმნა." ბილეთების ფასი 8 და 14 ლარია. ღონისძიება 17 დეკემბებრს დაიწყო და კვირაში რამდენჯერმე იმართება.
25 დეკემბრიდან კი თბილისის ცირკში საცირკო წარმოდგენა სახელად "საახალწლო ატრაქციონების აღლუმი" გელოდებათ. წარმოდგენაზე მაყურებლის წინაშე წარდგებიან ილუზიონისტები, საჰაერო ტანმოვარჯიშეები, ჟონგლიორები. ასევე, წარმოდგენილი იქნება ვეფხვების ატრაქციონი და ესპანური კორიდა, აქლემები, ძაღლები და იაკები. ბილეთის ფასი 10-დან 25 ლარამდე მერყეობს.
ახმეტელის თეატრში სპექტაკლი "თოვლის დედოფალი" 20 ნოემბერს დაიწყო.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თოვლის დედოფალი ყინულის სასახლიდან ცნობილი დანიელი მეზღაპრის ჰანს ქრისტიან ანდერსენის ერთ ერთი ყველაზე პოპულარული პერსონაჟია. ახმეტელის თეატრი ცნობილი ზღაპრის უჩვეულო და საინტერესო ინტერპრეტაციას წარმოგიდგენთ. ბილეთები 7-10 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ.
"ბიბლუსი ქიდსი" 24 დეკემბრიდან საახალწლო ზეიმს "ჰოუ! ჰოუ! ჰოუ!" გთავაზობთ. საახალწლო პროგრამაში შედის: უსაყვარლესი პეპი, ყველაზე მზრუნველი პოპინსები, თაგუნია ჯერონიმო, ულამაზესი ელზა და სანტა კლაუსი შორეული ლაპლანდიიდან. ბილეთის ფასი 25 ლარია.
მოზარდმაყურებელთა თეატრი 27 დეკემბრიდან საახალწლო ნაძვის ხეს წარმოგიდგენთ. სანახაობაზე წარმოდგენილები იქნებიან: მგელი, მელა, კურდღელი, თოვლის გუნდა, ცეცხლი, მიმი, კაკტუსი, სალამურა, ჭიამაია, ციცინათელა და უცხოპლანეტელები. ბილეთის შეძენა 6-8-10-12 ლარადაა შესაძლებელი.
გრიბოედობის თეატრი 6 და 7 იანვარს რუსულ ენაზე წარმოადგენს მიუზიკლს "საშობაო ზღაპარი". ბილეთის ფასი 5 ლარია.
საბავშვო სტუდია "ენკი-ბენკი" 7 და 8 იანვარს საახალწლო მიუზიკლს "ოცნების ქალაქი" შემოგთავაზებთ კუტურის ცენტრ "მოზაიკაში". მიუზიკლი შობის ღამის სასწაულსა და ჯადოსნურ ქალაქზეა, სადაც იკრიბება ყველა, ვისაც ოცნებების ახდენა სურს. ბავშვებს უამრავი პერსონაჟი, ლამაზი მუსიკა და საინტერესო ისტორიები ელოდებათ. ბილეთის ფასი 12-18 ლარია.
საახლაწლო ღონისძიებები ბათუმშიც გაიმართება.
4 იანვრიდან ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი წარმოადგენს შთამბეჭდავ სანახაობას ყინულის მოედანზე. მოსკოვის ცირკის ყინულის ბალეტის მსახიობები აჩვენებენ დაუვიწყარ შოუ-ბალეტს ყინულზე. პროგრამა შეიქმნა სპეციალურად ბათუმის გასტროლისთვის.
ჩამოთვლილ ღონისძიებებზე დასაწრები ბილეთები უკვე გაყიდვაშია.
ნანა მღებრიშვილი
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საქართველოში 8 აგვისტოს ჩათვლით არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, არამდგრადი ამინდი ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნდება, იქნება ხანმოკლე, ძლიერი წვიმა და სეტყვა.
აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 34-დან 37 გრადუსამდეა მოსალოდნელი.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, აქ ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში მოსალოდნელია 32-34 გრადუსი, სანაპიროზე 29-31, მაღალმთიანეთში კი 34-დან 36 გრადუსამდე.
რაც შეეხება შავი ზღვისპირეთს, უახლოესი დღეების განმავლობაში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში ხანმოკლე ნალექი, ღამის საათებში მოსალოდნელია აჭარის მაღალმთიან სოფლებსა და რაჭის ტერიტორიაზე.
მკითხველის კომენტარები
(0)