
სამრეწველო საწარმოებს, შესაძლოა, წყლის ხარჯვის ლიმიტი დაუწესდეს. როგორც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაშია ნათქვამი, "მიზანშეწონილია, დაწესდეს ყველა სამრეწველო საწარმოსთვის სასმელ-სამეურნეო წყლის ხარჯვის ლიმიტი და საჯარიმო სანქციები ლიმიტის ზევით დახარჯული წყლის ყოველ ერთეულზე".
გენგეგმის თანახმად, მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი მაგისტრალურ, გამანაწილებელ და შიდა ქსელემბზე არსებული გაჟონვები.
წყალმომარაგების სისტემების გასხვისების არეალებისა და სხვა მათთან დაკავშირებული შეზღუდვების გათვალისწინება კი სავალდებულოა ყველა დაგეგმილი თუ დასაგეგმი მშენებლობისათვის.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
რაც შეეხება თბილისის ზღვას, გენგეგმაში აღნიშნულია, რომ იგი წარმოადგენს დედაქალაქის წყალმომარაგების სისტემის განუყოფელ ნაწილს და სტრატეგიული მნიშვნელობის ელემენტს, ამდენად, ყველა განვითარება, რომელიც ხდება უშუალოდ ზღვის მიმდებარედ ან გულისხმობს შესაძლო გავლენას წყლის ხარისხზე ან წყალმომარაგების საოპერაციო მაჩვენებლებზე, უნდა შეთანხმდეს თბილისის ზღვის დაცვითი პირობების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით.
გენგეგმის ავტორების აზრით, ხელი უნდა შეეწყოს სამრეწველო საწარმოების გადაყვანას საცირკულაციო და წყლის განმეორებითი გამოყენების სისტემაზე, შესაძლებლობის შემთხვევაში, მოეწყოს დამოუკიდებელი ტექნიკური წყალსადენები.
ამასთან, ქალაქის ცენტრალურ და შუალედურ სტრუქტურულ ზონებში, იმ შემთხვევაში, როდესაც ახალი სამშენებლო ობიექტის განთავსება სხვა ობიექტების წყალმომარაგების პირობების გაუარესებას იწვევს, ნებართვის გაცემის პროცესში გათვალისწინებული უნდა იქნას შესაბამისი მაკომპენსირებელი მექანიზმები.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ახალი პროგრამა "ცხოვრება გრძელდება", რომელზეც მთავრობა მუშაობს, იმ პენსიონერებს შეეხება, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ეს არის შესაძლებლობა პენსიონერებისთვის, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი პენსიონერებისთვის, ვისაც ძალიან დაბალი შემოსავალი აქვთ.
"შეღავათები შეეხება როგორც იმას, რომ მუშაობის დაწყების შემთხვევაში ისინი შეინარჩუნებენ პენსიას და სოციალურ დახმარებას, ისე დამსაქმებლებისათვის, რომ შევიმუშავოთ სტიმულირების ძალიან კარგი მექანიზმები. საუბარია პენსიონერთა იმ ნაწილზე, რომელსაც ყველაზე მეტად უჭირთ", -განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ხადურმა აღნიშნა, რომ დოკუმენტზე, ამ ეტაპზე, მთავრობა, კერძოდ ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინისტრო მუშაობენ და დეტალები პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ რაჭაში სტუმრობისას განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" მუშაობს ახალ პროგრამაზე, რომელიც სპეციალურად პენსიონერებზეა გათვლილი.
პრემიერის განმარტებით, ეს არის პენსიონერების დასაქმების პროგრამა, რომელიც გულისხმობს მათთვის განკუთვნილ საგადასახადო შეღავათებს იმ კომპანიებისთვის, რომელიც დაასაქმებს პენსიონერებს.
"ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს არც პენსიის და არც სოციალური შეღავათების მოხსნას.
ეს არის დამატებით შემოსავალი იმისთვის, რომ ბევრმა ადამიანმა, რომელსაც აქვს ძალიან საინტერესო გამოცდილება და პოტენციალი, თუნდაც მცირე მასშტაბით გამოიყენოს ეს და შესძინოს თავისი გამოცდილება ახალგაზრდა თაობას", -განაცხადა პრემიერმა.
მკითხველის კომენტარები
(0)