02 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებს ახალი რექტორი ჰყავს | Allnews.Ge

თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებს ახალი რექტორი ჰყავს

ვახტანგ ლეჟავა უნივერსიტეტების რექტორად დაინიშნა. როგორც თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების საზოგადოების ურთიერთობის სამსახურიში განაცხადეს, რექტორის თანამდებობაზე ვახტანგ ლეჟავა დღეს "ცოდნის ფონდის" დირექტორმა, ანასტასია ბენდუქიძე-გონჩაროვამ დანიშნა.

ვახტანგ ლეჟავა ბოლო 4 წელი თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერი იყო. კახა ბენდუქიძის გარდაცვალებიდან დაახლოებით 2 წლის განმავლობაში იგი "ცოდნის ფონდის" დირექტორის მოვალეობას ასრულებდა.

ვახტანგ ლეჟავა ასევე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა საჯარო სამსახურში. იგი კახა ბენდუქიძის თანამოაზრე და მოადგილე იყო ჯერ ეკონომიკის სამინისტროში, ხოლო შემდეგ რეფორმებისა კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის დროს.