
This is a modal window.
ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს პირველი მედალი მოუტანა. 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებაში ლაშა ებრაელ საგი მუკის შეხვდა და მეტოქე იპონით დაამარცხა.
ამრიგად, შავდათუაშვილმა ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე მოპოვებულ ოლიმპიურ ოქროს, ამჯერად ოლიმპიური ბრინჯაო შემატა.
რიოში შავდათუაშვილმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო. თავდაპირველად მან სუფთად კუბელ მაგდიელ ესტრადას სძლია, შემდეგ კი შრილანკელ ჩამარა რეპიიალაჯს მოუგო. მეოთხედფინალში შავდათუაშვილი იაპონელთა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ შოჰეი ონოსთან დამარცხდა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ამის შემდეგ ქართველი სპორტსმენი რეპეშაჟში გადავიდა, სადაც დრამატულ ბრძოლაში რუსი დენის იარცევი დაამარცხა. შეხვედრას იუკოთი რუსი ფალავანი იგებდა, თუმცა ლაშა შავდათუაშვილმა შეძლო ბრძოლის შემობრუნება და ჯერ ვაზარი მოიპოვა, შემდეგ კი იპონი.
"დღეს ისეთი დღე იყო, ვფიქრობდი, რომ მე უფლება არ მქოდა ეს შეხვედრა წამეგო. ცოტა ვნერვიულობდი კიდევაც, იმიტომ, რომ 8 აგვისტო იყო და ჩვენი გმირების სახელით, მე უფლება არ მქონდა გავსულიყავი და ყველაფერი არ გამეკეთებინა, რათა მეჩვენებინა, რომ ჩვენი ქვეყანა ძლიერია და არ ვართ სუსტები", - განაცხადა შავდათუაშვილმა თამაშის შემდეგ.
ბრძოლის დასრულების შემდეგ ქართველმა ფალავანმა ემოციური ჟესტით რუს სპორტსმენს საქართველოს დროშაზე მიანიშნა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს პირველი მედალი მოუტანა. 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებაში ლაშა ებრაელ საგი მუკის შეხვდა და მეტოქე იპონით დაამარცხა.
ამრიგად, შავდათუაშვილმა ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე მოპოვებულ ოლიმპიურ ოქროს, ამჯერად ოლიმპიური ბრინჯაო შემატა.
რიოში შავდათუაშვილმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო. თავდაპირველად მან სუფთად კუბელ მაგდიელ ესტრადას სძლია, შემდეგ კი შრილანკელ ჩამარა რეპიიალაჯს მოუგო. მეოთხედფინალში შავდათუაშვილი იაპონელთა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ შოჰეი ონოსთან დამარცხდა.
ამის შემდეგ ქართველი სპორტსმენი რეპეშაჟში გადავიდა, სადაც დრამატულ ბრძოლაში რუსი დენის იარცევი დაამარცხა. შეხვედრას იუკოთი რუსი ფალავანი იგებდა, თუმცა ლაშა შავდათუაშვილმა შეძლო ბრძოლის შემობრუნება და ჯერ ვაზარი მოიპოვა, შემდეგ კი იპონი.
"დღეს ისეთი დღე იყო, ვფიქრობდი, რომ მე უფლება არ მქოდა ეს შეხვედრა წამეგო. ცოტა ვნერვიულობდი კიდევაც, იმიტომ, რომ 8 აგვისტო იყო და ჩვენი გმირების სახელით, მე უფლება არ მქონდა გავსულიყავი და ყველაფერი არ გამეკეთებინა, რათა მეჩვენებინა, რომ ჩვენი ქვეყანა ძლიერია და არ ვართ სუსტები", - განაცხადა შავდათუაშვილმა თამაშის შემდეგ.
ბრძოლის დასრულების შემდეგ ქართველმა ფალავანმა ემოციური ჟესტით რუს სპორტსმენს საქართველოს დროშაზე მიანიშნა.
მკითხველის კომენტარები
(1)
გენაცვალე, მაგარო ბიჭო, ეგ ერთი და სხვა მრავალი!!