21 პარასკევი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
11.08.2016 / 07:08
შრიფტის ზომა:

”თაბუკაშვილი 88”-ის თავმჯდომარე ბრალს არ აღიარებს

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ამხანაგობა "თაბუკაშვილი-88"-ის თავმჯდომარე ზურაბ თაბუკაშვილი დააკავა. ამის შესახებ პრკურატურაში გუშინ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. თაბუკაშვილს სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით უძრავი ქონების მითვისებისა და სხვისი კუთვნილი, დიდი ოდენობით ღირებული ქონებრივი უფლების გაფლანგვას ედავებიან.

"ზურაბ თაბუკაშვილმა პირადი გამორჩენის მიღების განზრახვით, ამხანაგობის ინტერსების საწინააღმდეგოდ, შპს "ცენტრ პოინტ ჯგუფთან" გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ამხანაგობის დამფუძნებელ წევრთა საცხოვრებელი ბინებით დასაკმაყოფილებლად გაიცემოდა 7250 კვ.მ. საცხოვრებელი და 100 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი. გარდა ამისა, შპს "ცენტრ პოინტ ჯგუფს" უნდა განეხორციელებინა საშუამავლო მომსახურება ამხანაგობაში სხვა პირთა გასაწევრიანებლად და საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებლად.

ამხანაგობა "თაბუკაშვილი 88"-ს თავმჯდომარე ზურაბ თაბუკაშვილმა არათუ არ უზრუნველყო ამხანაგობის წინაშე დასახული მიზნის - სამშენებლო კომპლექსის მშენებლობის დასრულება და ექსპლუატაციაში მიღება, არამედ მისთვის მინიჭებული, ამხანაგობის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გამოიყენა ამხანაგობის წევრთა კუთვნილი ქონების მითვისებისა და გაფლანგვისთვის. ამხანაგობის თავმჯდომარე ზურაბ თაბუკაშვილმა, ნაცვლად იმისა, რომ 2004-2016 წლების პერიოდში სხვადასხვა მობინადრის ფულადი შენატანი მიემართა მშენებლობის საჭიროებისთვის, ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნის შესაბამისად, გაენაწილებინა ამხანაგობის წევრებს შორის, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ცალკეული მობინადრის მიერ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა "თაბუკაშვილი-88"-ს ანგარიშზე შეტანილი ან პირადად ამხანაგობის თავმჯდომარე ზურაბ თაბუკაშვილისთვის გადაცემული დიდი ოდენობით ფულადი თანხა - 1 048 747 აშშ დოლარი და 219 950 ლარი.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

აქვე აღვნიშნავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზურაბ თაბუკაშვილისთვის ცნობილი იყო მისი საქმიანობის თაობაზე წარმოებული გამოძიების შესახებ, იგი კვლავ აგრძელებდა დანაშაულებრივ საქმიანობას და მის მიერ ამხანაგობის ანგარიშზე შესული თანხის მითვისება განხორციელდა გამოძიების მიმდინარეობის პარალელურადაც, 2016 წლის იანვარშიც.

მანვე ამხანაგობა "თაბუკაშვილი 88"-ს დამფუძნებელ წევრთა მიერ მისაღები 7250 კვ.მ. საცხოვრებელი ფართიდან სხვადასხვა პირებზე გაასხვისა ხუთი საცხოვრებელი ბინა, რითაც გაფლანგა ამხანაგობის დამფუძნებელ წევრთა დიდი ოდენობით ქონებრივი უფლება და ამხანაგობის წევრებს მოუსპო საცხოვრებელი ფართის მიღების სამართლებრივი საფუძველი.

ზურაბ თაბუკაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (34 ეპიზოდი), რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით", - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცადებაში.

ზურაბ თაბუკაშვილის ადვოკატის, გიორგი ყავლაშვილის თქმით, "თაბუკაშვილი 88"-ს თავმჯდომარესთვის პროკურატურას ბრალი ოფიციალურად არ წაუყენებია.

მისი თქმით, თაბუკაშვილი დაკავების შემდეგ არ უნახავას და მასთან შეხვედრას დღეს აპირებს.

გიორგი ყავლაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ბრალის ოფიციალურად წაყენება სავარაუდოდ დღეს, დღის მეორე ნახევარში მოხდება.

ადვოკატი ვარაუდობს, რომ ამხანაგობა "თაბუკაშვილი 88"-ის თავმჯდომარე ზურაბ თაბუკაშვილი დანაშაულს, რომელსაც პროკურატურა მას ედავება, არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

ამხანაგობა "თაბუკაშვილი-88" 1988 წელს თბილისში, ლევან თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის მიერ დაარსდა. ამავე ქუჩაზე, ამხანაგობის წევრებმა ძველი ავარიული სახლები დაანგრიეს და ახალი ათსართულიანი კორპუსის მშენებლობა წამოიწყეს. კორპუსის მშენებლობას სამშენებლო კომპანია "ცენტრ-პოინტი" აწარმოებდა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

”თაბუკაშვილი 88”-ის თავმჯდომარე ბრალს არ აღიარებს | Allnews.Ge