
რიოს ოლიმპიადაზე, დღეს სპორტის სამ სახეობაში სამი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. ძიუდოისტი ადამ ოქრუაშვილი (+100) პირველივე წრეში იაპონელ ჰისაიოში ჰარასავას შეხვდება.
მატჩების განრიგი ასეთია: 17:00 - 20:00 - კვალიფიკაცია, 1/4-ფინალები; 22:30 - 23:40 - რეპეშაჟი, 1/2-ფინალები; 23:40 - 00:20 - შეხვედრა III ადგილისთვის და 00:20 - 01:10 - ფინალი.
ბატუტზე ხტომაში ლუბა გოლოვინა იასპარეზებს: 21:00 - 22:30 - კვალიფიკაცია და 22:42 - 23:15 ფინალი.
სიგრძეზე ხტომაში მიიღებს მონაწილეობას მძლეოსანი ბაჩანა ხორავა: 04:20 - 05:30 სიგრძეზე ხტომა. კვალიფიკაცია.