
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში "სამხრეთ ოსეთის" ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებებს დაიცავს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გაიგზავნება საჩივარი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების უხეშად დარღვევის საკითხებს შეეხება.
"საჩივრით ჩვენ ვამტკიცებთ, რომ 2008 წლის შემდეგ რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ განხორციელებული მცოცავი ოკუპაციით დაირღვა საქართველოს მოქალაქეების საკუთრების უფლება. კერძოდ, მათ უკანონოდ წაართვეს სახნავ-სათესი მიწის ნაკვეთები, საცხოვრებელი სახლები და სხვა სამეწარმეო ობიექტები. საქართველოს მოქალაქეებს შეეზღუდათ წვდომა სალოცავებზე და ოჯახის წევრების საფლავებზე. ეს ყოველივე წარმოადგენს ადამიანის უფლებათა კონვენციით გარანტირებული უფლების დარღვევას", - განაცხადა ეკა გიგაურმა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"საერთაშორისო გამჭვირვალობაში" ფიქრობენ, რომ ამ სარჩელის მოგების დიდი შანსია.
გიგაურის განმარტებით, ჯერერობით 11 მომჩივანია, თუმცა სარჩელის მოგების შემთხვევაში დადებითი შედეგით სარგებლობა ყველა იმ მოქალაქეს შეეძლება, რომელთა უფლებებიც დაირღვა რუსეთის საოკუპაციო ჯარების და რუსეთის სახელმწიფოს მიერ.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ მადლობას უხდის თანამშრომლობისთვის და საჩივრის სრულყოფილად მომზადებისთვის ყველა აუცილებელი ინფორმაციის და დოკუმენტის მიწოდებისთვის. ასევე, თანამშრომლობისთვის მადლობას უხდიან თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კონფლიქტის ზონაში არსებული სოფლების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე ყველაზე ნაკლებად იუსტიციის სამინისტრომ ითანამშრომლა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში "სამხრეთ ოსეთის" ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებებს დაიცავს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გაიგზავნება საჩივარი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების უხეშად დარღვევის საკითხებს შეეხება.
"საჩივრით ჩვენ ვამტკიცებთ, რომ 2008 წლის შემდეგ რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ განხორციელებული მცოცავი ოკუპაციით დაირღვა საქართველოს მოქალაქეების საკუთრების უფლება. კერძოდ, მათ უკანონოდ წაართვეს სახნავ-სათესი მიწის ნაკვეთები, საცხოვრებელი სახლები და სხვა სამეწარმეო ობიექტები. საქართველოს მოქალაქეებს შეეზღუდათ წვდომა სალოცავებზე და ოჯახის წევრების საფლავებზე. ეს ყოველივე წარმოადგენს ადამიანის უფლებათა კონვენციით გარანტირებული უფლების დარღვევას", - განაცხადა ეკა გიგაურმა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობაში" ფიქრობენ, რომ ამ სარჩელის მოგების დიდი შანსია.
გიგაურის განმარტებით, ჯერერობით 11 მომჩივანია, თუმცა სარჩელის მოგების შემთხვევაში დადებითი შედეგით სარგებლობა ყველა იმ მოქალაქეს შეეძლება, რომელთა უფლებებიც დაირღვა რუსეთის საოკუპაციო ჯარების და რუსეთის სახელმწიფოს მიერ.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ მადლობას უხდის თანამშრომლობისთვის და საჩივრის სრულყოფილად მომზადებისთვის ყველა აუცილებელი ინფორმაციის და დოკუმენტის მიწოდებისთვის. ასევე, თანამშრომლობისთვის მადლობას უხდიან თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კონფლიქტის ზონაში არსებული სოფლების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე ყველაზე ნაკლებად იუსტიციის სამინისტრომ ითანამშრომლა.
მკითხველის კომენტარები
(0)