31 ორშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ რუხში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს | Allnews.Ge

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ რუხში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ რუხში, საოკუპაციო ხაზთან საქართველოს ორი მოქალაქე - ლევან მორგოშია და ფრიდონ მატკავა - დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ისინი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით არიან დაკავებული.

როგორც სუს-ში აცხადებენ, მომხდარის თაობაზე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

დამატებით დეტალების თაობაზე სუს-ში არ საუბრობენ, თუმცა არსებული ინფორმაციით, დაკავებულები გალის იზოლატორში არიან გადაყვანილნი.

ლევან მორგოშია და ფრიდონ მატკავა სოფელ რუხში რუსმა ოკუპანტებმა თევზაობის დროს, გუშინ დააკავეს. მათთან ერთად კიდევ ერთი ადგილობრივი იმყოფებოდა, რომელმაც გაქცევა მოახერხა.