05 შაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ბათუმში ზღვაში ბანაობა აკრძალულია | Allnews.Ge

ბათუმში ზღვაში ბანაობა აკრძალულია

შტორმმა ბათუმის ახალ ბულვარში ინფრასტრუქტურა დააზიანა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, საფეხმავლო ბილიკის ნაწილი ჩამოშლილია, წაღებულია რამდენიმე სკამი, გარე განათების ბოძი კი სანაპიროზეა ჩავარდნილი.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლის, ზვიად ჯაფარიძის ინფორმაციით, ბოძი ამ წუთებში ამწეთი ამოაქვთ.

ბათუმის სანაპიროებზე წითელი ალმები შენარჩუნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაზე ბანაობა აკრძალულია. ბათუმის სანაპიროებზე 3-4 ბალიანი შტორმი ფიქსირდება.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ საღამოს ღელვა 2 ბალამდე დაიკლებს.