
რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ძალოსნობაში საქართველოს სახელით მოასპარეზე ლაშა ტალახაძემ (+105) ოქროს მედალი მოიპოვა.
ტალახაძემ ფორდეში ექვსივე ცდა დამაჯერებლად შეასრულა და ჯამში 473 კგ (ატაცში 215 კგ, აკვრაში 258 კგ) დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ აკვრაში ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
ტალახაძემ ასპარეზობის დასრულების შემდეგ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"ორმაგად სასიხარულოა, როდესაც ორი ქართველი ოლიმპიურ კვარცხლბეკზე ვდგებით.
მოსალოდნელი იყო ეს ყველაფერი, ამისთვის მე და ირაკლიმ ძალ-ღონე არ დავიშურეთ. პირველი ადგილი დავიკავე და ოლიმპიური ოქრო მოვიპოვე. მადლობა ყველას, ვინც გვგულშემატკივრობდა", - განაცხადა ტალახაძემ.
"ტყვია ბალტიმორიდან" - სპორტსმენი, რომელმაც ყველაზე მეტი მედალი მოიპოვა
გუშინვე გამოსვლა +105 კგ-ში მესამე ადგილით დაასრულა ირაკლი თურმანიძემ, რომელმაც ასევე ექვსივე ცდა დამაჯერებლად შეასრულა, ჯამში 448 კგ დააფიქსირა (207+241) და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ანგარიშზე 5 მედალია: თითო ოქრო-ვერცხლი და სამი ბრინჯაო. გუშინ, 16 აგვისტოს ბრინჯაო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძემ (66) მოიპოვა, მანამდე კი პრიზიორები ძიუდოისტები გახდნენ - ვალერი ლიპარტელიანმა (90) ვერცხლის მედალი დაისაკუთრა, ლაშა შავდათუაშვილმა (73) - ბრინჯაო.
საერთო ჩათვლაში საქართველო ამ დროისთვის ეთიოპიასთან მე-40 ადგილს იყოფს.
იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია: Georgia’s Lasha Talakhadze sets world record and wins gold at Rio Olympics