
ჩემი მეუღლე არის ორსულად, ასევე ჰყავს სამი შვილი და გთხოვთ გაითვალისწინოთ ეს გარემოება, - ასე მიმართა "ცენტრ პოინტ ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილმა მოსამართლეს და სთხოვა, მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეუცვალოს.
გურამ რჩეულიშვილის ადვოკატმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს და რჩეულიშვილი სასამართლო დარბაზშივე გათავისუფლდეს, ალტერნატივის სახით კი ადვოკატმა გურამ რჩეულიშვილისთვის გირაოს სახით 100 ათასი ლარის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა, რომელიც, როგორც ადვოკატმა განმარტა, უზრუნველყოფილი იქნება გურამ რჩეულიშვილის მეუღლის უძრავი ქონებით.
ბრალდებულმა გურამ რჩეულიშვილმა, ადვოკატის მიერ დაყენებული შუამდგომლობის შემდეგ მოსამართლეს თავადაც მიმართა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"მინდა განვმარტო, რომ საზღვარგარეთ ჩემი წასვლა უკავშირდებოდა ჩემს სამსახურეობრივ საქმიანობას. მოგეხსენებათ, ვარ პროდიუსერი და ფილმების გადაღების გამო მიწევდა ქვეყნის დატოვება. ბოლო პერიოდში კი, არანაირი პროექტი არ მაქვს და შესაბამისად, საზღვარგარეთაც ვერ წავიდოდი. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩემი მეუღლე არის ორსულად, ასევე ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი, მარტოა მათთან და ზრდის. ამიტომ, გთხოვთ, ეს გარემოებაც გაითვალისწინოთ გადაწყვეტილების მიღებისას.
კიდევ ერთს დავამატებ, თუ ეს გადაწყვეტილება რაიმე სახით შეაფერხებს დედაჩემის, მაია რჩეულიშვილის პროცესს, რა თქმა უნდა, მირჩევნია, რომ ციხეში ვიჯდე", - განაცხად გურამ რჩეულიშვილმა.
რაც შეეხება მაია რჩეულიშვილს, მისი ინტერესების დამცველმა, მარიამ ცუცქირიძემ სასამართლოს წინაშე ასევე აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შუამდგომლობა დააყენა, ალტერნატივის სახით კი მოსამართლეს 250 000-ლარიანი გირაო შესთავაზა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ჩემი მეუღლე არის ორსულად, ასევე ჰყავს სამი შვილი და გთხოვთ გაითვალისწინოთ ეს გარემოება, - ასე მიმართა "ცენტრ პოინტ ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილმა მოსამართლეს და სთხოვა, მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეუცვალოს.
გურამ რჩეულიშვილის ადვოკატმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს და რჩეულიშვილი სასამართლო დარბაზშივე გათავისუფლდეს, ალტერნატივის სახით კი ადვოკატმა გურამ რჩეულიშვილისთვის გირაოს სახით 100 ათასი ლარის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა, რომელიც, როგორც ადვოკატმა განმარტა, უზრუნველყოფილი იქნება გურამ რჩეულიშვილის მეუღლის უძრავი ქონებით.
ბრალდებულმა გურამ რჩეულიშვილმა, ადვოკატის მიერ დაყენებული შუამდგომლობის შემდეგ მოსამართლეს თავადაც მიმართა.
"მინდა განვმარტო, რომ საზღვარგარეთ ჩემი წასვლა უკავშირდებოდა ჩემს სამსახურეობრივ საქმიანობას. მოგეხსენებათ, ვარ პროდიუსერი და ფილმების გადაღების გამო მიწევდა ქვეყნის დატოვება. ბოლო პერიოდში კი, არანაირი პროექტი არ მაქვს და შესაბამისად, საზღვარგარეთაც ვერ წავიდოდი. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩემი მეუღლე არის ორსულად, ასევე ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი, მარტოა მათთან და ზრდის. ამიტომ, გთხოვთ, ეს გარემოებაც გაითვალისწინოთ გადაწყვეტილების მიღებისას.
კიდევ ერთს დავამატებ, თუ ეს გადაწყვეტილება რაიმე სახით შეაფერხებს დედაჩემის, მაია რჩეულიშვილის პროცესს, რა თქმა უნდა, მირჩევნია, რომ ციხეში ვიჯდე", - განაცხად გურამ რჩეულიშვილმა.
რაც შეეხება მაია რჩეულიშვილს, მისი ინტერესების დამცველმა, მარიამ ცუცქირიძემ სასამართლოს წინაშე ასევე აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შუამდგომლობა დააყენა, ალტერნატივის სახით კი მოსამართლეს 250 000-ლარიანი გირაო შესთავაზა.
მკითხველის კომენტარები
(1)
ცხოვრება დიდი საფეხურია...