29 შაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
20.08.2016 / 06:08
შრიფტის ზომა:

თურქული ხომალდი გონიოში ორი ჯარისკაცის სამძებრო სამუშაოებში ჩაერთო

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გონიოს სანაპიროსთან მყოფ თურქულ ხომალდ Minehunter-ზე იმყოფება. თურქეთის სასაზღვრო ძალების 650 ტონიანი სამძებრო ხომალდი, რომელიც სიღრმეში ძებნა-გადარჩენის ოპერაციებზეა გათვლილი, გონიოს სანაპიროზე 07:00 საათზე შევიდა. ხომალდის ეკიპაჟი 41 კაცს შეადგენს და სანავიგაციო რადარით არის აღჭურვილი. ლევან იზორია ხომალდზე თურქეთის გენერალურ კონსულთან იასინ თემისკანთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად ავიდა.

თურქულმა ხომალდმა ძებნის ოპერაცია უკვე დაიწყო. გონიოს სანაპიროზე იმყოფებიან წვრთნების დროს დაკარგული იაგო შარაძისა და გიორგი ნანეტაშვილის მშობლები და ნათესავები. შარაძის მამის ვლადიმერ შარაძის განცხადებით, მინისტრმა ერთი დაპირება შეასრულა თურქული გემის შემოყვანასთან დაკავშირებით. ვლადიმერ შარაძე თავდაცვის მინისტრისგან მეორე დაპირების შესრულებას ელოდება, რაც საქმის გამოძიებას გულისხმობს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"მადლიერი ვარ თავდაცვის მინისტრის, შეასრულა დაპირება, გემი შემოვიდა და მომეცა იმედი, რომ ჩემი შვილი წყალში არ დარჩება, მოიძებნება", - აღნიშნა ვლადიმერ შარაძემ.

თავდაცვის სამინისტროს ორი კურსანტი 16 აგვისტოს გონიოში წვრთნების დროს წყალში დაიკარგა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობა გამოძიება.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

თურქული ხომალდი გონიოში ორი ჯარისკაცის სამძებრო სამუშაოებში ჩაერთო | Allnews.Ge