
წლიდან წლამდე საქართველოს სულ უფრო მეტი მოქალაქე ტოვებს სხვა ქვეყანაში მუშაობის და ცხოვრების მიზნით.
დღესდღეობით ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი ქართველია გადახვეწილი სხვა ქვეყანაში არ არსებობს.
რომელ ქვეყნებში მიდიან ქართველები სამუშაოდ ყველაზე ხშირად და ძირითადად რა სამუშაოს ასრულებენ. ამ საკითხებზე მიგრაციის ცენტრის დირექტორს გიორგი გოგიშვილს გავესაუბრეთ.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
- ქართველები სამუშაოს შოვნის მიზნით, ძირითადად, საბერძნეთს, სეზონურად თურქეთს, რუსეთს, აშშ-ს, იტალიასა და ესპანეთს ირჩევენ. როგორც წესი უმეტეს შემთხვევაში არარეგალურ დასაქმებაზეა საუბარი. ყოველწლიურად დინამიკა მსგავსია, უბრალოდ შეიძლება ერთ წელს იტალიაში უფრო მეტი წავიდეს, ვიდრე ესპანეთში და პირიქით.
- ძირითადად რაზე არიან დასაქმებულები?
- ქვეყნების მიხედვით, დასაქმების სახეებიც განსხვავებულია. თურქეთი - მამაკაცები სეზონურად სოფლის მეურნეობაში, მშენებლობაზე და ქარხნებში არიან დასაქმებულები. რაც შეეხება ქალებს, ისინი საქმდებიან ფაბრიკებში, მოხუცის ან ბავშვის მომვლელად.
საბერძნეთში მამაკაცები საქმდებიან სოფლის მეურბნეობისა და მშენებლობის სფეროში. ქალები ძირითადად მოხუცს ან ბავშვს უვლიან. გარდა ამისა, შესაძლოა კაფეებსა და რესტორნებში იყვნენ დასაქმებულები.
რუსეთში მამაკაცების უმეტესობა სხვადასხვა ხელობით არის დაკავებული, მათ შორის მშენებლობაზე მუშაობითც. ქალების შემთხვევაში, უფრო მომსახურების სფეროში არიან დასაქმებულები და ასევე ოჯახებში მომვლელებად.
ამერიკა საკმაოდ განსხვავებული და მრავალმხრივია, თუმცა მამაკაცების შემთხვევაში მშენებლობა აქაც წამყვანი დარგია. გამომდინარე იქიდან, რომ ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანაა, დასაქმებაც უფრო მრავალფეროვანია. ქალბატონები ძირითადად მოხუცის ან ბავშვის მომვლელებად მიდიან, თუმცა მოხუცის მომვლელი უფრო ბევრია.
იტალია და ესპანეთი ერთ კატეგორიაში გადის. ამ ქვეყნებში ძირითადად სოფლის მეურნეობაში არიან ჩართულები. ქალები ძირითადად მომსახურე სფეროში საქმდებიან, უფრო სამზარეულოში. ასევე, ბევრი მათგანი მუშაობს ოჯახში მომხვლელად და დამხმარედ.
- როგორია საქართველოდან სხვა ქვეყანაში სამუშაოდ წასულთა სტატისტიკის დინამიკა - იზრდება თუ მცირდება მიგრანტთა რაოდენობა?
- ზუსტი სტატისტიკის ჩატარება ჯერ კიდევ არ არის შესაძლებელი. ახალი სისტემა მუშავდება, რომელიც აღრიცხვის საშუალებას მოგვცემს. რაც შეეხება ზრდას, არც იზრდება და არც მცირდება - სტაბილურია. საბერძნეთის შემთხვევაში, კრიზისის დროს უკან დაბრუნების ტენდეცია შეინიშნებოდა. ზოგიერთ შემთხვევაში სხვა ქვეყნებში გადადიოდნენ, თუმცა უფრო მეტად უკან დაბრუნდნენ.
- საქართველოში მუდმივად საცხოვრებელად ძირითადად რომელი ქვეყნის მოქალაქეები შემოდიან?
- საქართველოში ძირითადად აზიისა და აფრიკის ქვეყნებიდან შემოდიან. ესენია ინდოეთი, პაკისტანი, ირანი, ერაყი, აფრიკის ქვეყებიდან შემოდის ძალიან ბევრი და შემდეგ რჩებიან.
დღევანდელი კანონმდებლობა იმის საშუალებას იძლევა, რომ მეტი კონტროლის მექანიზმი გვქონდეს, რაც შემომსვლელთა რიცხვებს შეამცირებს. თუმცა ქვეყნების სტაბილურობას შეინარჩუნებს. ჩინეთის შემთხვევში ზრდის ტენდეცია აღარ შეინიშნება და სტაბილურია.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
წლიდან წლამდე საქართველოს სულ უფრო მეტი მოქალაქე ტოვებს სხვა ქვეყანაში მუშაობის და ცხოვრების მიზნით.
დღესდღეობით ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი ქართველია გადახვეწილი სხვა ქვეყანაში არ არსებობს.
რომელ ქვეყნებში მიდიან ქართველები სამუშაოდ ყველაზე ხშირად და ძირითადად რა სამუშაოს ასრულებენ. ამ საკითხებზე მიგრაციის ცენტრის დირექტორს გიორგი გოგიშვილს გავესაუბრეთ.
- ქართველები სამუშაოს შოვნის მიზნით, ძირითადად, საბერძნეთს, სეზონურად თურქეთს, რუსეთს, აშშ-ს, იტალიასა და ესპანეთს ირჩევენ. როგორც წესი უმეტეს შემთხვევაში არარეგალურ დასაქმებაზეა საუბარი. ყოველწლიურად დინამიკა მსგავსია, უბრალოდ შეიძლება ერთ წელს იტალიაში უფრო მეტი წავიდეს, ვიდრე ესპანეთში და პირიქით.
- ძირითადად რაზე არიან დასაქმებულები?
- ქვეყნების მიხედვით, დასაქმების სახეებიც განსხვავებულია. თურქეთი - მამაკაცები სეზონურად სოფლის მეურნეობაში, მშენებლობაზე და ქარხნებში არიან დასაქმებულები. რაც შეეხება ქალებს, ისინი საქმდებიან ფაბრიკებში, მოხუცის ან ბავშვის მომვლელად.
საბერძნეთში მამაკაცები საქმდებიან სოფლის მეურბნეობისა და მშენებლობის სფეროში. ქალები ძირითადად მოხუცს ან ბავშვს უვლიან. გარდა ამისა, შესაძლოა კაფეებსა და რესტორნებში იყვნენ დასაქმებულები.
რუსეთში მამაკაცების უმეტესობა სხვადასხვა ხელობით არის დაკავებული, მათ შორის მშენებლობაზე მუშაობითც. ქალების შემთხვევაში, უფრო მომსახურების სფეროში არიან დასაქმებულები და ასევე ოჯახებში მომვლელებად.
ამერიკა საკმაოდ განსხვავებული და მრავალმხრივია, თუმცა მამაკაცების შემთხვევაში მშენებლობა აქაც წამყვანი დარგია. გამომდინარე იქიდან, რომ ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანაა, დასაქმებაც უფრო მრავალფეროვანია. ქალბატონები ძირითადად მოხუცის ან ბავშვის მომვლელებად მიდიან, თუმცა მოხუცის მომვლელი უფრო ბევრია.
იტალია და ესპანეთი ერთ კატეგორიაში გადის. ამ ქვეყნებში ძირითადად სოფლის მეურნეობაში არიან ჩართულები. ქალები ძირითადად მომსახურე სფეროში საქმდებიან, უფრო სამზარეულოში. ასევე, ბევრი მათგანი მუშაობს ოჯახში მომხვლელად და დამხმარედ.
- როგორია საქართველოდან სხვა ქვეყანაში სამუშაოდ წასულთა სტატისტიკის დინამიკა - იზრდება თუ მცირდება მიგრანტთა რაოდენობა?
- ზუსტი სტატისტიკის ჩატარება ჯერ კიდევ არ არის შესაძლებელი. ახალი სისტემა მუშავდება, რომელიც აღრიცხვის საშუალებას მოგვცემს. რაც შეეხება ზრდას, არც იზრდება და არც მცირდება - სტაბილურია. საბერძნეთის შემთხვევაში, კრიზისის დროს უკან დაბრუნების ტენდეცია შეინიშნებოდა. ზოგიერთ შემთხვევაში სხვა ქვეყნებში გადადიოდნენ, თუმცა უფრო მეტად უკან დაბრუნდნენ.
- საქართველოში მუდმივად საცხოვრებელად ძირითადად რომელი ქვეყნის მოქალაქეები შემოდიან?
- საქართველოში ძირითადად აზიისა და აფრიკის ქვეყნებიდან შემოდიან. ესენია ინდოეთი, პაკისტანი, ირანი, ერაყი, აფრიკის ქვეყებიდან შემოდის ძალიან ბევრი და შემდეგ რჩებიან.
დღევანდელი კანონმდებლობა იმის საშუალებას იძლევა, რომ მეტი კონტროლის მექანიზმი გვქონდეს, რაც შემომსვლელთა რიცხვებს შეამცირებს. თუმცა ქვეყნების სტაბილურობას შეინარჩუნებს. ჩინეთის შემთხვევში ზრდის ტენდეცია აღარ შეინიშნება და სტაბილურია.
მკითხველის კომენტარები
(0)