
ისლანდიაში თავშესაფრის მოთხოვნაზე უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ ქართველ აპლიკანტებს ქვეყანას დაატოვებინებენ და მათ 2 წლის განმავლობაში შენგენის ზონაში შესვლა აეკრძალებათ, - ამის შესახებ ისლანდიის საიმიგრაციო სამსახურის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის განახლებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რომელსაც ისლანდიის რესპუბლიკასა და დანიის სამეფოში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი გიგი გიგიაძე ავრცელებს.
როგორც ელჩმა აღნიშნა, საიმიგრაციო სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში დეტალური განმარტებებია მათთვის, ვინც უკვე მიმართა ან მომავალში აპირებს მიმართოს ისლანდიას თავშესაფრის მისაღებად.
"ვინაიდან საქართველო უსაფრთხო ქვეყნების დირექტორატის საემიგრაციო სიაშია, საიმიგრაციო დირექტორატის აზრით, ვითარება ზოგადად უსაფრთხოა და ხელისუფლებას შეუძლია შესთავაზოს მოქალაქეებს საკმარისი დაცვა. საქართველოს მოქალაქეებს, შესაბამისად არ სჭირდებათ საერთაშორისო მფარველობა(დაცვა).
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ისლანდია აღარ დააკმაყოფილებს საქართველოს მოქალაქეების განაცხადს თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ
საიმიგრაციო სამსახურში შესული განაცხადები განიხილება პრიორიტეტული პროცედურებით და უარყოფილი იქნება რამდენიმე დღეში.
უარყოფილ აპლიკანტებს ქვეყანას დაატოვებინებენ და მათ 2 წლის განმავლობაში აეკრძალებათ შენგენის ზონაში შესვლა. აპლიკანტები პოლიციის მიერ რეგისტრირებულნი არიან, დაკითხული საიმიგრაციო დირექტორატის მიერ და მიიღებენ ისლანდიის წითელი ჯვრის კანონიერ დახმარებას.
19 ივლისს გამოქვეყნდა ისლანდიის საიმიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილება საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის შესახებ. გამომდინარე აქედან, ისლანდია აღარ დააკმაყოფილებს საქართველოს მოქალაქეების განაცხადს თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ და ძალიან შემჭიდროვებულ ვადებში მათ სამშობლოში დააბრუნებს", - განაცხადა გიგი გიგიაძემ.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ თურქული ხომალდის მუშაობასთან დაკავშირებით გონიოში დაკარგული სამხედროების მშობლები საქმის კურსში ჩააყენა.
ლევან იზორიას განმარტებით, ხომალდი აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური აპარატურით, რაც ოპერაციის ეფექტიანად განხორციელებას ხელს უწყობს. მისი თქმით, თურქული ეკიპაჟი გონიოში მინიმუმ სამი დღის განმავლობაში განახორციელებს სამძებრო ოპერაციებს, საჭიროების შემთხვევაში კი დრო გახანგრძლივდება.
"გავეცანი თურქულ ეკიპაჟს, ძალიან მაღალკვალიფიციური ეკიპაჟია. თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან, ხომალდი აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური აპარატურით, რაც შესაძლებელს ხდის ამ ოპერაციის ეფექტიანად განხორციელებას. ისინი ჩამოსულები არიან მინიმუმ სამი დღით, თუმცა იმის პირობასაც იძლევიან, რომ თუ არ გვექნა კონკრეტული შედეგი, გახანგრძლივდება პერიოდი და მაქსიმუმს გააკეთებენ.
განწყობა არის ისეთი, რომ სანამ არ იქნება კონკრეტული შედეგი ისინი მუშაობას არ შეწყვეტენ. თუ არ დადგება შედეგი გვეტყვიან თუ რა არის კონკრტული მიზეზი. გარკვეული მეთოდოლოგია სჭირდება სამძებრო სამუშაოებს. უკვე განსაზღვრეს თუ რა რადიუსში უნდა იქნეს მოძებნილი ობიექტი და შეუდგნენ მუშაობას", - აღნიშნა ლევან იზორიამ.
მან გამოძიებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ "გამოძიებასთან დაკავშირებით როგორც კი იქნება სიახლე მიაწვდის საზოგადოებას". თურქეთის სასაზღვრო ძალების 650 ტონიანი სამძებრო ხომალდი Minehunter, რომელიც სიღრმეში ძებნა-გადარჩენის ოპერაციებზეა გათვლილი, გონიოს სანაპიროზე 07:00 საათზე შევიდა. ხომალდის ეკიპაჟი 41 კაცს შეადგენს და სანავიგაციო რადარით არის აღჭურვილი.
თავდაცვის სამინისტროს ორი კურსანტი 16 აგვისტოს გონიოში წვრთნების დროს წყალში დაიკარგა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობა გამოძიება.
მკითხველის კომენტარები
(1)
რას ერჩიან ამ გოგოს? ხელიდან წასული რომ არ არის?