12 შაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რიოს ოლიმპიადაზე გენო პეტრიაშვილმა საქართველოს კიდევ ერთი მედალი მოუტანა | Allnews.Ge

რიოს ოლიმპიადაზე გენო პეტრიაშვილმა საქართველოს კიდევ ერთი მედალი მოუტანა

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალ ჭიდაობაში ქართველმა სპორტსმენმა გენო პეტრიაშვილმა (125) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. პეტრიაშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში ამერიკელი ტერველ დლაგნევი 10:0 დაამარცხა.

რეპეშაჟის პირველ მატჩში პეტრიაშვილის მეტოქე კანადელი კორეი ჯარვისი იყო, რომლის დამარცხებაც ქართველმა ფალავანმა ანგარიშით 9:2 შეძლო. ქართველმა სპორტსმენმა მერვედფინალში უკრაინელ ალენ ზასეევს დაძაბულ ბრძოლაში 11:6 მოუგო, მანამდე კი სასტარტო შეხვედრაში ბულგარელ დიმიტარ კუმჩევს ანგარიშით 10:0 სძლია.

მეოთხედფინალში გენო პეტრიაშვილმა ირანელ ნემათ ჩასემისთან წააგო (4:4), ეს უკანასკნელი კი ფინალში გავიდა.

დღესვე სასტარტო შეხვედრა დათმო და ბრძოლას გამოეთიშა სანდრო ამინაშვილი (86).

პეტრიაშვილის მედლის შემდეგ საქართველოს მთლიანობაში 7 მედალი აქვს. ქართულ დელეგაციას ოქროს მედლები ლაშა ტალახაძემ (ძალოსნობა) და ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა), ვერცხლის ვარლამ ლიპარტელიანმა (ძიუდო), ბრინჯაოსი კი ლაშა შავდათუაშვილმა (ძიუდო), ირაკლი თურმანიძემ (ძალოსნობა), შმაგი ბოლქვაძემ (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) და გენო პეტრიაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა) მოუტანეს.