15 სამშაბათი - 2025, აპრილი

ზურაბ იაკობიშვილი მეოთხედფინალშია | Allnews.Ge

ზურაბ იაკობიშვილი მეოთხედფინალშია

21 აგვისტოს თავისუფალი სტილი მოჭიდავე ზურაბ იაკობიშვილი 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში რიოს ოლიმპიადაზე მეოთხედფინალში გავიდა.

ქართველი სპორტსმენი მერვედფინალში ნიგერიელ ამას დანიელს შეხვდა და ანგარიშით 2:1 მოუგო.

მეოთხედფინალში იაკობიშვილი იტალიელ ფრანკ მარკეს ჩამიზოს დაუპირისპირდება.

ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.