15 სამშაბათი - 2025, აპრილი

ელიზბარ ოდიკაძე ნახევარფინალში იასპარეზებს | Allnews.Ge

ელიზბარ ოდიკაძე ნახევარფინალში იასპარეზებს

21 აგვისტოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე (97) რიოს ოლიმპიადაზე ნახევარფინალში გავიდა.

მეოთხედფინალში ოდიკაძე ყახაზეთის წარმომადგენელ მამედ იბრაგიმოვს შეხვდა და ანგარიშით 6:1 მოუგო.

ნახევარფინალში ოდიკაძე ამერიკელ ფრედერიკ კაილ სნაიდერს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ოდიკაძე მერვედფინალში სომხეთის სახელით მოასპარეზე გიორგი კეტოევს შეხვდა და ანგარიშით 8:1 დაამარცხა.

ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.