30 კვირა - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
22.08.2016 / 09:08
შრიფტის ზომა:

საქართველოში გზის მოწყობის ინოვაციური მეთოდი დაინერგება

საქართველოში გზის მოწყობის ინოვაციური მეთოდი დაინერგება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოში გზის ახალი მეთოდით მოწყობის ექსპერიმენტული სამუშაოები დაიწყო. გზის საფუძვლის ინოვაციური მეთოდით მოწყობის სამუშაოები პირველად ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის 300 მეტრიან მონაკვეთზე (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) მიმდინარეობს.

ექსპერიმენტული მეთოდით გზის რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ დაათვალიერეს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"ახალი მეთოდით გზის საფუძვლის მოწყობა ერთ კვადრატულ მეტრზე 5-6 დოლარი ჯდება, რაც თითქმის ორჯერ იაფია კლასიკურ მეთოდთან შედარებით. აღნიშნულ მეთოდს აქტიურად იყენებენ ევროპაში. მეთოდი უკვე აპრობირებულია აზერბაიჯანშიც. გარდა იმისა, რომ ინოვაციური მეთოდი გზის სწრაფად და იაფად რეაბილიტაციის საშუალებას იძლევა, ამ ფორმით მოწყობილი გზის საფუძველი უფრო მდგრადი და მყარია", - ნათქვამია ინფორმაციაში.

სამინისტროს ცნობით, გზის ექსპერიმენტული მეთოდით მოწყობის სამუშაოებს აზერბაიჯანული კომპანია "აგეტე", უსასყიდლოდ ახორციელებს. სამუშაოების დასრულების შემდგომ ჩატარდება სპეციალური ექსპერტიზა და სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში მისი დანერგვა აქტიურად დაიწყება.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

საქართველოში გზის მოწყობის ინოვაციური მეთოდი დაინერგება | Allnews.Ge