07 ორშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

სასამართლო ტერორისტული აქტის საქმეზე ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს | Allnews.Ge

სასამართლო ტერორისტული აქტის საქმეზე ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლო ტერორისტული აქტის საქმეზე ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. პროკურატურა შვიდივე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. სხდომას 6 დაკავებული ესწრება, მეშვიდე - ბექა ბექაური კი, მისი ნათესავებისა და ახლობლების ცნობით, სასტიკად არის ნაცემი და საავადმყოფოშია მოთავსებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს საქართველოში ტერორისტული აქტის აღკვეთის შესახებ განაცხადა. გამოძიებით დადგენილია, რომ სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთზე აფეთქებას ამზადებდნენ.

როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, დაკავებულია საქართველოს 5 მოქალაქე: ბექა ბექაური, ვლადიმერ რუხაძე, მინდია ვაშაყმაძე, ჯაბა მელქაძე და ნური ჭკადუა.

ამ პირების გარდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან ერთობლივად დაკავებულია საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან მამფორია, დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე და საქართველოს ერთი მოქალაქე ირაკლი ბაღიშვილი.