
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი აცხადებს, რომ ევროკავშირმა Moderna-სა და Pfizer/ BioNTech-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები, შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე დაამტკიცოს, რაც მათი ევროპაში განაწილების შესაძლებლობას შექმნის, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კოვიდ 19-ის ვაქცინების შეფასების მიზნით ევროპის მედიცინის სააგენტო (EMA) აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციასთან დისკუსიებს ყოველდღიურ რეჟიმში მართავს.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
„თუ ყველა პროცედურა შეუფერხებლად წარიმართება, ევროპის მედიცინის სააგენტომ, Pfizer / BioNTech და Moderna– ს ვაქცინებს, ავტორიზაცია, შესაძლოა, დეკემბრის მეორე ნახევარში მიანიჭოს,“- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.
ცნობისათვის, ევროკომისიას ვაქცინების წინასწარ შეკვეთის მიზნით დღემდე ხუთი კონტრაქტი აქვს გაფორმებული : შვედურ-ბრიტანულ კომპანია AstraZenaca- სთან, ამერიკულ კომპანია Johnson & Johnson- თან, ფრანგულ-ბრიტანულ დუეტ Sanofi-GSK- თან, აშშ-გერმანულ დუეტ Pfizer / BioNTech- სა და გერმანულ CureVa- სთან.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
გავაკეთეთ ყველაფერი, რაც ჩვენზე იყო დამოკიდებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში თურქეთის ელჩმა ზაქი ლევენთ გუმრუქჩუმ გონიოში დაკარგული ორი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო ღონისძიებებში თურქული მხარის მონაწილეობის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.
მისივე განმარტებით, ესაუბრა თურქული გემის კაპიტანსა და სანაპირო დაცვის წარმომადგენლებს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ამდენი დროის გასვლის შემდეგ დაკარგული ჯარისკაცების პოვნა ძალიან რთულია.
"მას შემდეგ, რაც ჩვენ ამ სამწუხარო დანაკარგის შესახებ გავიგეთ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დავუკავშირდით და დაუყოვნებლივ გამოვყავით ორი გემი, რომელიც სანაპირო დაცვას დაეხმარებოდა. ისინი თურქეთის დასავლეთ ნაწილიდან გამოვიდნენ და აქამდე მოსასვლელად 2 დღე დასჭირდათ, თუმცა სამძებრო-სამაშველო ოპერაციებს დაუყოვნებლივ შეუერთდნენ. უკანასკნელი 10-12 დღის განმავლობაში ჩვენ დიდი იმედითა და მონდომებით ვცდილობდით დაკარგული ჯარისკაცების პოვნას.
სამწუხაროდ, ამ პირობებში, პირველი კვირა საკმაოდ კრიტიკულია მსგავსი დანაკარგის საპოვნელად. გუშინ მე კაპიტანსა და სანაპირო დაცვის წარმომადგენლებს ვესაუბრე და მივედით დასკვნამდე, რომ ამდენი დროის გასვლის შემდეგ დაკარგული ჯარისკაცების პოვნა ძალიან რთულია. თუმცა გავაკეთეთ ყველაფერი, რაც ჩვენზე იყო დამოკიდებული. მე ვიცი, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პროცესში ჩართო ყველა ძალა და გამოყო ყველა საშუალება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ მივაღწიეთ მოსალოდნელ მიზანს, მაგრამ ორ ისეთ სტრატეგიულ პარტნიორს შორის, როგორიც საქართველო და თურქეთია, თანამშრომლობის უმაღლესი დონე ვაჩვენეთ. ეს ისეთი დროა, როდესაც მეგობრები ერთმანეთის დასახმარებლად დაუყოვნებლივ უნდა მივიდნენ. თურქეთი აქ იყო და საქართველოს სანაპირო დაცვის გვერდით იდგა. ძალიან დამწუხრებული ვარ, რომ სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ და ამ დაკარგული ჯარისკაცების პოვნა ვერ შევძელით. მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ მათ საყვარელ ადამიანებსა და მთელ საქართველოს მსგავსი დანაკარგის გამო", - განაცხადა ზაქი ლევენთ გუმრუქჩუმ.
მკითხველის კომენტარები
(0)