27 ხუთშაბათი - 2025, მარტი

გლდანში ”ლიბერთი ბანკის” ფილიალი დააყაჩაღეს | Allnews.Ge

გლდანში ”ლიბერთი ბანკის” ფილიალი დააყაჩაღეს

გლდანში, "ლიბერთი ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს. როგორც "ლიბერთი ბანკის" პრესსამსახურში განუაცხადეს, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და ამ დროისთვის უცნობია, რა რაოდენობის თანხაა წაღებული.

მათივე ცნობით, შემთხვევა დღეს დილით, მაშინ მოხდა, როცა ბანკში თანამშრომლები უკვე იმყოფებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.