20 ხუთშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
01.09.2016 / 09:09
შრიფტის ზომა:

ქართულმა მხარემ შესაძლოა, საერთაშორისო პარტნიორებს გონიოში დაკარგული ჯარისკაცების ძებნის ოპერაციაში ჩართვის თხოვნით მიმართოს

დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, თავდაცვის მინისტრი და აჭარის მთავრობის მეთაური გონიოში დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს მოინახულებენ.

როგორც თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პატრიარქი მათ დალოცავს, რის შემდეგაც ზღვაში დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების პატივის მიგების ცერემონიალი გაიმართება.

ღონისძიებას თავდაცვის მინისტრი, სამინისტროს წარმომადგენლები, სამხედრო მოსამსახურების ოჯახის წევრები და ნათესავები დაესწრებიან.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ ცერემონიალით თავდაცვის სამინისტრო პატივს მიაგებს 16 აგვისტოს წვრთნების დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას. ცერემონიალში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის თანამშრომლები, რომლებიც დაკარგული სამხედროების პატივის მისაგებად ზღვაში ორ გვირგვინს ჩაუშვებენ.

სამხედრო წესით ზღვაში პატივის მიგების ცერემონიალს აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი და წარმომადგენლები დაესწრებიან.

პარალელურად, გონიოს ყოფილი სასროლეთის ტერიტორიაზე ორი დაკარგული სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ იაგო შარაძის და I კლასის რიგითის გიორგი ნანეტაშვილის სამძებრო-სამუშაოები გრძელდება.ძებნის ოპერაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკუთარი ძალებით და იმ რესურსების მაქსიმალური ჩართულობით ახორციელებს, რომელიც უწყებას გააჩნია.

"ობიექტური მოცემულობიდან გამომდინარე, შესაძლოა, ქართულმა მხარემ კვლავაც მიმართოს საერთაშორისო პარტნიორებს ძებნის ოპერაციაში ჩართვის თხოვნით", - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ქართულმა მხარემ შესაძლოა, საერთაშორისო პარტნიორებს გონიოში დაკარგული ჯარისკაცების ძებნის ოპერაციაში ჩართვის თხოვნით მიმართოს | Allnews.Ge