01 სამშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ბიძინა ივანიშვილი მზადაა, ბათუმში მეჩეთის მშენებლობა დააფინანსოს | Allnews.Ge

ბიძინა ივანიშვილი მზადაა, ბათუმში მეჩეთის მშენებლობა დააფინანსოს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მზად არის ბათუმში მეჩეთის მშენებლობა დააფინანსოს. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა მედიასთან შეხვედრაზე "ინტერპრესნიუსის" კორეპონდენტის კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომელიც დაინტერესდა, რატომ გადაიფიქრა ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობა.

ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ მას არაფერი გადაუფიქრებია.

"იმ პერიოდში ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ. ყველა მიმართლებით იყო შეხვედრა, პროექტი უკვე მომზადებული იყო, საუბარი იყო ბათუმში არსებული მეჩეთის სერიოზულ გაფართოებაზე. რამდენი მილიონიც არ უნდა დაჯდეს, 10, 20 თუ 30, მე მზად ვარ დავაფინანსო. მე დღეს მთავრობაში აღარ ვარ, მაგრამ დაფინანსებას რაც შეეხება, დღესაც მზად ვარ. საოცრად მიყვარს ჩვენი მუსლიმები. ისევ მთის აჭარას გავიხსენებ, იქ საოცრად დაბალანსებული და საოცარი ხალხია", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ჭეშმარიტი ტოლერანტობა საუკუნეების განმავლობაში საქართველოს მოსახლეობის სისხლშია.

"ჯერ კიდევ დავით აღმაშენებელის დროს, ის თავად შედიოდა მეჩეთში და მოილოცებდა. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, ეს კითხვა არ გაამძაფროთ, ეს საკითხი არ დგას მძაფრად. ტოლერანტობა ჩვენი სიმდიდრეა და შეუძლიათ ჩვენგან ისწავლონ", -აღნიშნა ივანიშვილმა.