საინტერესო
21.07.2018 / 12:07
შრიფტის ზომა:

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები ძილის წინ

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები ძილის წინ

ზოგჯერ შეიძლება, ძალიან რთული იყოს ყველაფრის ერთ დღეში მოსწრება, ზოგჯერ შეიძლება, შეუძლებლადაც კი მოგეჩვენოთ აუცილებელი საქმის 24 საათში გაკეთება, ამიტომ ბევრი ჩვენგანი ამ ყველაფრის ძილის ხარჯზე გაკეთებას ამჯობინებს.

ძილის ფონდის კვლევის თანახმად, მოზარდებს ყოველ ღამით 7-9 საათიანი ძილი ესაჭიროებათ. მეცნიერები გვეუბნებიან, რომ თუ ღამით სათანადოდ ვერ გამოიძინებთ, ეს აუცილებლად უარყოფითად აისახება ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ამ გაფრთხილების მიუხედავად, ბევრი ჩვენგანი თავის ჩვევას მაინც არ ღალატობს და ფიქრობს, რომ არაფერი დაუშავდება თუ გვიან ღამით დაიძინებს და დილით ადრე ადგება.

ზოგიერთი წარმატებული ადამიანი თავს დასვენების უფლებას ღამით სულ რამდენიმე საათით აძლევს. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დღე-ღამეში სულ 4 საათის განმავლობაში სძინავს. მოდი ვნახოთ, რას აკეთებენ ცნობილი და წარმატებული ადამიანები ძილის წინ და როგორია მათი რუტინა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

1. ბილ გეითსი ერთი საათის განმავლობაში კითხულობს.

Microsoft-ის თანადამფუძნებელი ყოველთვის გამოყოფს დროს კითხვისთვის იქამდე, სანამ დასაძინებლად წავა. The Seattle Times-თან საუბარში მან აღნიშნა, რომ ყოველ ღამე ერთი საათის განმავლობაში კითხულობს, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად გვიანი იქნება. ახერხებს, რომ კვირაში ერთი წიგნის კითხვა დაასრულოს და იმ წიგნების საკუთარი ჩამონათვალიც აქვს, რომლებიც, მისი აზრით, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს წაკითხული.

2. ოპრა უინფრი მედიტირებს

ბიზნესვუმენი, მსახიობი და პროდიუსერი ოპრა უინფრი რაღაცნაირად კიდევ ახერხებს დროის გამონახვას, რომ დღეში ორჯერ მედიტირება შეძლოს - ერთხელ დაძინებამდე ცოტა ხნით ადრე. მას მედიტაციის საკუთარი აპლიკაციაც კი აქვს.

3. ელონ მასკი კოფეინს ამცირებს

იმისთვის, რომ თავის მოვალეობას გაუმკლავდეს, როგორც Space X-ისა და Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი, ელონ მასკი ყოველდღიურად 8 ქილა დიეტურ კოლასა და 2 ფინჯან ყავას სვამს, რაც საკმაოდ ბევრ კოფეინს შეიცავს. მან 2015 წელს Reddit AMA-სთან საუბარში განმარტა, რომ ეს მასზე იმდენად უცნაურად მოქმედებდა, რომ ახლა ის ცდილობს, დაძინებამდე 6 საათით ადრე კოფეინის მიღება შეწყვიტოს. მასკი თავის ძილს ტელეფონის საშუალებით აკვირდება.

4. ბარაკ ობამა The Daily Show-ს უყურებს

როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების 44-ე პრეზიდენტი ჯერ კიდევ თეთრ სახლში იყო მას არ რჩებოდა დრო ჯანსაღი ძილისწინა რუტინისთვის, რადგან საკმაოდ გვიან იძინებდა და ადრე იღვიძებდა. თუმცა მან Rolling Stone-ს განუცხადა, რომ როცა ამის შესაძლებლობა ეძლეოდა, ის წიგნს კითხულობდა, თავის ქალიშვილებს მშვიდობიან ღამეს უსურვებდა და The Daily Show-ს ეპიზოდებს შემთხვევითობის პრინციპით ადევნებდა თვალს.

5. მიშელ ობამა იქამდე არ იძინებს, სანამ ბარაკ ობამა მას მშვიდ ძილს არ უსურვებს

მიშელ ობამამ People-ს უთხრა, რომ ყოველ ღამით დასაძინებლად ბარაკზე ადრე, საღამოს 10 საათზე მიდის.

"ვიცი რომ ბარაკი შემოვა, სინათლეებს გამორთავს, ძილის წინ მაკოცებს, ამის შემდეგ ცოტას ვისაუბრებთ"- თქვა მიშელ ობამამ.

6. სტივენ კინგი ხელებს იბანს

საშინელებათა და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მწერალ სტივენ კინგს რამდენიმე უცნაური ძილისწინა ჩვევა აქვს. მისი თქმით, ის ყოველ ღამით ერთსა და იმავე ქმედებას ასრულებს - იხეხავს კბილებს, იბანს ხელებს. "რატომ უნდა დაიბანოს ადამიანმა ხელები დაძინებამდე?- არ ვიცი"- თქვა კინგმა.

7. მერაია ქერი დამატენიანებლების გარემოცვაში იძინებს

მომღერლის თქმით, იმისთვის, რომ მან ისე იმღეროს, როგორც ეს თავად სურს, 15 საათის განმავლობაში უნდა ეძინოს. ეს რომ მოახერხოს, მას საძინებელ ოთახში დამატენიანებლები აქვს, რომლებიც მშრალ ჰაერს ატენიანებენ და, როგორც თავად ამბობს, სასარგებლოა მისი ყელისთვის.

8. ემინემი ყველა სინათლეს აქრობს

2012 წელს The Sun-მა დაწერა, რომ რეპერმა სასტუმროს ფანჯრებს ფოლგა ააფარა, რათა გარედან შემავალ სინათლესაც კი არ შეეწუხებინა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი დემურ სტურუას დედას სცემეს | Allnews.Ge

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი დემურ სტურუას დედას სცემეს

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი დემურ სტურუას დედას ნონა ჯოჯუას სცემეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით აღიძრა, რაც ცემას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, ნონა ჯოჯუას უთანხმოება პირად საკითხზე მოუვიდა, დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

დემურ სტურუამ 7 აგვისტოს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მან სიკვდილამდე წერილი დატოვა, სადაც პოლიციელის მხრიდან ზეწოლის ფაქტზე საუბრობდა. სამართალდამცველი, რომელიც გარდაცვლილის წერილშია მოხსენიებული, ამ დროისთვის მიმალვაში იმყოფება. მას სასამართლომ დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.