
ბოლო პერიოდში გაუარესებულმა კრიმინალურმა მდგომარეობამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია. უმეტესობა ფიქრობს, რომ კანონი გასამკაცრებელია, გარკვეული ნაწილი საპოლიციო რეიდების მომხრეა, ნაწილის აზრით კი, ეს ხელისუფლების პრობლემაა და პასუხისმგებლობაც მათ კისერზეა. მომხდარ დანაშაულში ბრალდებულებს სხვა მუხლებთან ერთად იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაშიც ედებათ ბრალი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს რესგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის მიხედვით, 2014 წელს 236 მუხლის ბრალდებით 1446 დანაშაული მოხდა, ეს მუხლი კი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაზიდვა, დამზადებას გულისხმობს. იგივე მუხლით მომხდარი დანაშაულის რაოდენობა 2015 წელს 141 იყო, 2016 წლის მხოლოდ ერთი - იანვრის თვის მონაცემით კი, 236-ე მუხლით მომხდარი დანაშაულთა რაოდენობა 126-ია.
როგორც Allnews.ge-სთან საუბრისას იურისტი გელა ნიკოლაიშვილი ამბობს, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაზე კანონი ისედაც გამკაცრებულია და ამ მხრივ კანონის კიდევ უფრო გამკაცრება დადებით შედეგს ვერ მოგვცემს.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"ყველა მოქალაქეს, თუ ის არ არის ნასამართლევი ან სულიერად დაავადებული, კანონი უფლებას აძლევს, რომ იარაღი შესანახად შეიძინოს, რაც შეეხება იარაღის ტარებას, მისი ტარების უფლება აქვს სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებს. თუ რიგით მოქალაქეს იარაღი უკანონოდ აღმოუჩინეს, კანონი ითვალისწინებს თავისუფლების 4 წლამდე აღკვეთას, ხოლო თუ პირი შენახვის გარდა იარაღს უკანონოდ ატარებს, სასჯელი უკვე 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
რაც შეეხება კანონს, კანონი საკმაოდ მკაცრია
დღეს, რეალურად პრობლემის მოგვარების გზად ვფიქრობ, რომ აღკვეთი ღონისძიება - გირაო, შეიცვალოს პატიმრობით.
როდესაც მოქალაქეს იარაღის უკანონო ტარებაზე დაიჭერენ, გირაოს სანაცვლოდ სასჯელი პატიმრობით უნდა შეიცვალოს, გამოსავალს ამაში ვხედავ".
იურისტის თქმით, მოსაზრებას, რომ გააქტიურდეს საპოლიციო რეიდები, ის არ ეთანხმება, რადგან მიიჩნევს, რომ სწორედ რეიდების დროს შეიძლება რიგით მოქალაქეებს იარაღი ჩაუდონ, რაც საბოლოოდ დაუკარგავს საზოგადოებას პოლიციის მიმართ ნდობას.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, დღეს მოქმედი კანონი მკაცრია, თუმცა ადმინისტრირებაა რთული და სწორედ ეს ქმნის პრობლემას.
"როდესაც ჩვენს მოქალაქეებს შენახვის უფლებით აქვთ იარაღის შეძენის უფლება, რთულია გააკონტროლო მანქანაში ან ტანსაცმლის ქვეშ ის ატარებს თუ არა იარაღს. საზოგადოება საკმაოდ მგრძნობიარეა პოლიციური რეიდების მიმართ, ერთი მხრივ, საზოგადოებას უნდა უსაფრთხოება, მეორე მხრივ კი, არ უნდა რეიდები. ასიათასობით მოქალაქეს აქვს იარაღი შეძენილი შენახვის უფლებით და თუ პოლიციური რეიდები და სხვა ოპერატიული საქმიანობა არ ჩატარდა, შეუძლებელია დაადგინო, ვინ მართლა სახლში ინახავს იარაღს და ვინ სულ თან ატარებს. ასე რომ, ადმინისტრირება საკმაოდ რთულია. თუმცა ეს პრობლემა მარტო საქართველოში არ არის, აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ სამჯერ შეიტანა კანონპროექტი იარაღის გაყიდვის შეზღუდვის თაობაზე, ჩვენთან იარაღის გაყიდვა შეზღუდულია, მაგრამ მისი ტარების ადმინისტრირებაა პრობლემა".
დეპუტატის თქმით, უმჯობესი იქნება, თუ იარაღის უკანონოდ აღმოჩენაზე პირს პირველ ჯერზე დააჯარიმებენ, განმეორების შემთხვევაში კი დააპატიმრებენ.
თეა ბეჟიტაშვილი
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ბოლო პერიოდში გაუარესებულმა კრიმინალურმა მდგომარეობამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია. უმეტესობა ფიქრობს, რომ კანონი გასამკაცრებელია, გარკვეული ნაწილი საპოლიციო რეიდების მომხრეა, ნაწილის აზრით კი, ეს ხელისუფლების პრობლემაა და პასუხისმგებლობაც მათ კისერზეა. მომხდარ დანაშაულში ბრალდებულებს სხვა მუხლებთან ერთად იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაშიც ედებათ ბრალი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს რესგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის მიხედვით, 2014 წელს 236 მუხლის ბრალდებით 1446 დანაშაული მოხდა, ეს მუხლი კი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაზიდვა, დამზადებას გულისხმობს. იგივე მუხლით მომხდარი დანაშაულის რაოდენობა 2015 წელს 141 იყო, 2016 წლის მხოლოდ ერთი - იანვრის თვის მონაცემით კი, 236-ე მუხლით მომხდარი დანაშაულთა რაოდენობა 126-ია.
როგორც Allnews.ge-სთან საუბრისას იურისტი გელა ნიკოლაიშვილი ამბობს, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაზე კანონი ისედაც გამკაცრებულია და ამ მხრივ კანონის კიდევ უფრო გამკაცრება დადებით შედეგს ვერ მოგვცემს.
"ყველა მოქალაქეს, თუ ის არ არის ნასამართლევი ან სულიერად დაავადებული, კანონი უფლებას აძლევს, რომ იარაღი შესანახად შეიძინოს, რაც შეეხება იარაღის ტარებას, მისი ტარების უფლება აქვს სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებს. თუ რიგით მოქალაქეს იარაღი უკანონოდ აღმოუჩინეს, კანონი ითვალისწინებს თავისუფლების 4 წლამდე აღკვეთას, ხოლო თუ პირი შენახვის გარდა იარაღს უკანონოდ ატარებს, სასჯელი უკვე 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
რაც შეეხება კანონს, კანონი საკმაოდ მკაცრია
დღეს, რეალურად პრობლემის მოგვარების გზად ვფიქრობ, რომ აღკვეთი ღონისძიება - გირაო, შეიცვალოს პატიმრობით.
როდესაც მოქალაქეს იარაღის უკანონო ტარებაზე დაიჭერენ, გირაოს სანაცვლოდ სასჯელი პატიმრობით უნდა შეიცვალოს, გამოსავალს ამაში ვხედავ".
იურისტის თქმით, მოსაზრებას, რომ გააქტიურდეს საპოლიციო რეიდები, ის არ ეთანხმება, რადგან მიიჩნევს, რომ სწორედ რეიდების დროს შეიძლება რიგით მოქალაქეებს იარაღი ჩაუდონ, რაც საბოლოოდ დაუკარგავს საზოგადოებას პოლიციის მიმართ ნდობას.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, დღეს მოქმედი კანონი მკაცრია, თუმცა ადმინისტრირებაა რთული და სწორედ ეს ქმნის პრობლემას.
"როდესაც ჩვენს მოქალაქეებს შენახვის უფლებით აქვთ იარაღის შეძენის უფლება, რთულია გააკონტროლო მანქანაში ან ტანსაცმლის ქვეშ ის ატარებს თუ არა იარაღს. საზოგადოება საკმაოდ მგრძნობიარეა პოლიციური რეიდების მიმართ, ერთი მხრივ, საზოგადოებას უნდა უსაფრთხოება, მეორე მხრივ კი, არ უნდა რეიდები. ასიათასობით მოქალაქეს აქვს იარაღი შეძენილი შენახვის უფლებით და თუ პოლიციური რეიდები და სხვა ოპერატიული საქმიანობა არ ჩატარდა, შეუძლებელია დაადგინო, ვინ მართლა სახლში ინახავს იარაღს და ვინ სულ თან ატარებს. ასე რომ, ადმინისტრირება საკმაოდ რთულია. თუმცა ეს პრობლემა მარტო საქართველოში არ არის, აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ სამჯერ შეიტანა კანონპროექტი იარაღის გაყიდვის შეზღუდვის თაობაზე, ჩვენთან იარაღის გაყიდვა შეზღუდულია, მაგრამ მისი ტარების ადმინისტრირებაა პრობლემა".
დეპუტატის თქმით, უმჯობესი იქნება, თუ იარაღის უკანონოდ აღმოჩენაზე პირს პირველ ჯერზე დააჯარიმებენ, განმეორების შემთხვევაში კი დააპატიმრებენ.
თეა ბეჟიტაშვილი
მკითხველის კომენტარები
(2)
თუ ევროპა გვინდა, კანონებიც შესაბამისი უნდა გვქონდეს, ავსტრიაში ღამით ძაღლი ყეფდა, მის პატრონებს ცოლსაც და ქმარსაც ორ–ორი წელი მისცეს, გერმანიაში ბავშვი ტიროდას ღამით, მეზობლები შეაწუხა, პოლიციამ ძალით წაიყვანა საავადმყოფოში, ვისაც საბერძნეთში ან გერმანიაში უმუშავია, იციან იქ როგორ იცავენ სიწყნარეს, და კანონს, აქ კი ბარდაგია, წივილი კივილი, ბავშვების არანორმალური ცემა ქუჩაში, გნიასი, შუაღამისას მანქანების ღმული, დაბუქსავება, ლოთების გნიასი, გენიშნათ?, თარხან მოურავი კი გვპირდება კომპიუტერულ ტექნოლოგიებს განვვითარებთო, მეცნიერ მუშაკებს, ფიზიკოსებს და გამომგონებლებს კი მყტუდრო გარემო ჭირდება, ამ ქვეყანაში არაფერი გამოვა, თორემ ვნახავთ.
იქნებ ტარების უფლება მოგვცეთ როგორც ამერიკაში მაინც იქიდან იგებთ კველაფერს ... მიტუმეტეს გაფორმებული იარაგით კრიმინალს არავინ არ ჩაიდენს........