08 სამშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

სოსო ჯოხაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით კიდევ სამი პირი დააკავეს | Allnews.Ge

სოსო ჯოხაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით კიდევ სამი პირი დააკავეს

სოსო ჯოხაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შსს-მ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით სამი პირი დააკავა.

როგორც შსს-დან გვაცნობეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, სამი პირი: 1995 წელს დაბადებული ო.გ. - ზესტაფონში, 1991 წელს დაბადებული თ.შ. - თეთრწყაროში, ხოლო 1996 წელს დაბადებული ს.მ. თბილისში დააკავეს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 2 სექტემბერს თბილისში, ვაკეში მომხდარი მკვლელობის დროს აღნიშნული პირები, მკვლელობაში ბრალდებულ ბ.ნ.-სთან ერთად, თ.შ.-ს კუთვნილ ავტომანქანაში იმყოფებოდნენ, მომხდარ ფაქტს შეესწრნენ და აღნიშნულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინეს.

გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით).