30 კვირა - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
08.09.2016 / 12:09
შრიფტის ზომა:

შინაპატიმრობა სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვისაც დაინერგება

შინაპატიმრობა სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვისაც დაინერგება. ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა, სამინისტროს თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროში განმარტავენ, შინაპატიმრობის დანერგვას საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც უწყებამ მოამზადა.

მათივე ინფორმაციით, შინაპატიმრობა დაენიშნება ნასამართლობის არმქონე პირს, ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით, ხოლო მსჯავრდებულის მიერ შინაპატიმრობისთვის თავის არიდების შემთხვევაში, სასჯელი თავისუფლების აღკვეთით შეიცვლება. შინაპატიმრობა შესაძლებელია დაინიშნოს ექვს თვეზე ნაკლები ვადითაც სასჯელის შეცვლის შემთხვევაში.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

უწყების ინფორმაციითვე, კანონპროექტის თანახმად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს ენიჭება უფლებამოსილება, მსჯავრდებულის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში და კანონით განსაზღვრული საშეღავათო პერიოდის მოხდის შემდეგ, დარჩენილი სასჯელი უფრო მსუბუქი სახის სასჯელით, შინაპატიმრობით შეუცვალოს.

შინაპატიმრობა "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის" საფუძველზე, ამ ეტაპზე, არასრულწლოვან მსჯავრდებულებზე ვრცელდება. შინაპატიმრობას ელექტრონული მონიტორინგის საშუალებებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტო აღასრულებს.

"სააგენტოში მოწყობილია თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მონიტორინგის ცენტრი შესაბამისი ელექტრონული სამაჯურებით, რომლითაც მსჯავრდებულის გადაადგილება კონტროლდება. შინაპატიმრობა ხელს უწყობს სასჯელის მოხდას საზოგადოებისგან იზოლირების გარეშე, მსჯავრდებულს ასეთ შემთხვევაში, საშუალება ეძლევა არ მოწყდეს ჩვეულ საცხოვრებელ გარემოს, ოჯახს და ა.შ. " - აცხადებენ სამინისტროში.

მკითხველის კომენტარები
(2)

ტეიმურაზი
26 ოქტომბერი , 2017 12:10

მაგა რი ცივილიზებული აკტია რამდენი სემტხვევიტ ზის

ჯემალი
09 სექტემბერი , 2016 07:09

პრეტენზიები რომ გვაქვს, ევროპელობაზე, ყველგან მასეა და ეხლა გავიღვიძეთ? სახელმწიფომ რად უნდა ინახოს პატიმარი, თვითონ შეინახოს თავი ან ოჯახმა, ნაკლები ტვირთი ექნება ბიუჯეტს, სახლში ჯდომა 24 საათი დასსჯა არ არის, თანაც ბრასლეტი ეკეთოს, დღე და ღამე,

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

შინაპატიმრობა სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვისაც დაინერგება | Allnews.Ge