საზოგადოება
10.09.2016 / 06:09
შრიფტის ზომა:

60 წლის ქართველი ქალი, რომელიც ლურჯი ავტობუსის მძღოლი იქნება

60 წლის მადონა ნაროუშვილი უკვე დიდი ხანია მერიის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომელია და სფეროში მუშაობის მრავალწლიანი სტაჟი აქვს.

მადონა ნაროუშვილი თბილისში ერთადერთი ქალი მძღოლია, რომელიც მუნიციპალურ ტრანსპორტს მართავს. ოცდათოთხმეტწლიანი გამოცდილების შემდეგ დღეს უკვე ახალი გამოწვევისთვის ემზადება. ამბობს, რომ "მანის" ავტობუსების შემოსვლის გამო მუშაობის განსაკუთრებული ჟინი და ხალისი მიეცა.

"როცა ახალი ავტობუსის მძღოლობა შემომთავაზეს, სიხარულით დავთანხმდი. ეს არ იყო ჩემთვის მოულოდნელი და ვფიქრობ, არც ძალიან რთული იქნება. ამ შესაძლებლობაზე უარს ნამდვილად ვერ ვიტყოდი", - ამბობს მადონა ნაროუშვილი.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

თბილისში ახალი 143 ავტობუსი ჩამოვა

22 წლის იყო, როცა შესაბამისი კურსების გავლის შემდეგ, ტრამვაის მძღოლი გახდა. მაშინ მისი არჩევანი ყველას უკვირდა და ამიტომ ახლა სიხარულით აღნიშნავს, რომ საზოგადოების დამოკიდებულება თანდათან შეიცვალა. ამ ეტაპზე 121 ნომერ ყვითელ ავტობუსს მართავს და მგზავრები დიდუბიდან ზაჰესის მიმართულებით დაჰყავს. მიუხედავად მრავალწლიანი სტაჟისა, თბილისში ავტობუსის ქალი მძღოლის დანახვა ზოგჯერ მაინც გაკვირვებას იწვევს.

"არის შემთხვევები, როცა უკვირთ, მაგრამ ამავდროულად უხარიათ კიდეც ჩემი დანახვა. ზოგჯერ ბავშვები გაოცებულები მიყურებენ და ამბობენ, ნეტავ მეც მყავდეს ასეთი ბებიაო. ეს მამხნევებს და ჩემში მუშაობის სტიმულს აღვიძებს".

ტრამვაის ლიკვიდაციის შემდეგ, მძღოლობისთვის თავი არცერთ წელს არ დაუნებებია. მართავდა იკარუსსა და შემდგომ პერიოდში სხვადასხვა ნომერ მუნიციპალურ ტრანსპორტს. ამჟამად შვებულებაშია გასული, თუმცა ამბობს, რომ დასვენება მისთვის დიდ კომფორტს არ წარმოადგენს. იხილეთ გაგრძელება

ქრისტინე გამთენაძე

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

60 წლის ქართველი ქალი, რომელიც ლურჯი ავტობუსის მძღოლი იქნება | Allnews.Ge