
"მენაშენეთა ასოციაციის" თავმჯდომარე, ირაკლი როსტომაშვილი, თბილისის იერსახესთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობაზე განცხადებას ავრცელებს.
როგორც "მენაშენეთა ასოციაციის" ინფორმაციაშია აღნიშნული, თბილისის 80% დამახინჯებულია და ამაში ყველას გვაქვს მიღებული მონაწილეობა – მთავრობას, დეველოპერებს, მოსახლეობას.
"მთავრობას, იგულისხმება ნებისმიერი მთავრობა, თავის დროზე სხვადასხვა პოლიტიკური დივიდენდის მისაღებად, არჩევნების წინ, ან ვინმე გავლენიანი პირისთვის შეღავათის გაკეთების მიზნით, ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის ქალაქის დამახინჯებაში. მათ გასცეს ნებართვა ან/და თვალი დახუჭეს უკანონო მშენებლობაზე.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
აქ საქმეში დეველოპერების წილიც დიდია, რომლებიც მოგების მაქსიმიზაციაზე არიან ორიენტირებულები, მაგრამ მათი როლი ბევრად ნაკლებია, ვიდრე დღეს ამას საზოგადოება აღიქვამს – საერთო ჯამში, კომუნისტური რეჟიმის შემდეგ, დაახლოებით 20%-ით გაიზარდა საბინაო ფონდი. შესაბამისად, დეველოპერების მაქსიმალური წილი საერთო დამახინჯებაში შეიძლება მხოლოდ 20% იყოს. რეალურად კი, ამაზე ნაკლებია – ვინაიდან ყველა დეველოპერი არ სცოდავდა", - ნათქვამია განცხადებაში.
როსტომაშვილის თქმით, დედაქალაქის დამახინჯებაში თბილისის მთავრობასთან ერთად მოსახლეობაც დამნაშავეა იმ მიშენებების, ამოშენებული აივნების, ბეტონებისა თუ რკინის ავტოფარეხების გათვალისწინებით, რაც დამახინჯებული გარემოს 80%-ია.
"რეალობა არის ის, რომ ჩვენ, ყველას, ნაკლებად გვაქვს ქალაქის მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება – თუ არ ჩავთვლით სადღეგრძელოებს, შინაგანად ძალიან მკაფიოდ გვაქვს ზღვარი გავლებული ჩვენს საკუთრებასა და დანარჩენ ქალაქს შორის. საკუთარ ქონებას ვზრდით დანარჩენი ქალაქის ხარჯზე. და მივიღეთ კიდეც ასეთი სურათი. ყველა იმას აკეთებდა და ისე ამახინჯებდა/ამახინჯებს ქალაქს, რისი შესაძლებლობაც ჰქონდა/აქვს – ზოგი არასწორი ნებართვის გაცემით და/ან სუსტი ადმინისტრირებით, ზოგი უმასშტაბო კორპუსის აშენებით, ხოლო ზოგიც აივნის ამოშენებით ან/და ეზოში კარგი "გარაჟ-მარნის" ჩადგმით", – აცხადებს "მენაშენეთა ასოციაციის" თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი.
"მენაშენეთა ასოციაციის" წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ თბილისის იერსახის დამახინჯებაზე პასუხისმგებლობა ყველაზე მეტად დედაქალაქის ყველა დროის მთავრობებს ეკისრებათ.
"თბილისის იერსახის დამახინჯებაში 99%-ით პასუხისმგებელია ხელისუფლება! როგორც მინიმუმ, დეველოპერს მისცეს ამის ნება (ხომ შეეძლოთ, არ მიეცათ! ეს ნებართვები გაიცა ან კორუფციული გარიგების, ან უვიცობის, ან პოლიტიკური მიზანშეწონილობით – სამივე ცუდია!). არ შეიძლება, ჩვენი ქალაქი, ჩვენი საცხოვრებელი გარემო დამოკიდებული იყოს იმაზე, რის უფლებას მისცემს დეველოპერი თავის თავს, ან იკადრებს თუ არა ამის გაკეთებას (თუ გაფუჭებას)", – ნათქვამია განცხადებაში
ირაკლი როსტომაშვილის თქმით, თბილისის სამშენებლო სექტორში იგივე პროცესები მიმდინარეობს, რაც 90-იან წლებში დედაქალაქის ქუჩების "ჯიხურიზაციის" დროს იყო.
"მახინჯ მემკვიდრეობად რჩება თბილისში კომუნისტური მმართველობის დროს აშენებულ კორპუსებზე მიშენებული აივნები და ოთახები, რომელთა დემონტაჟი პრაქტიკულად შეუძლებელია, კერძო საკუთრების უფლების გამო. ამ შემთხვევაშიც, თავის დროზე, გარკვეული უკანონო გზებით მიიღო მოსახლეობამ მიშენებების ნებართვა. ამასთანავე, აღნიშნული მიშენებები დიდი რისკის მატარებელია და მიწისძვრის, ან კონსტრუქციული ხარვეზის გამო უდიდეს საფრთხეს უქმნის ათიათასობით მოქალაქის სიცოცხლეს", - აღნიშნავს "მენაშენეთა ასოციაციის" თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, 2016 წლის 6-8 სექტემბერს, საპოლიციო კონტროლის დროს სამართლდამცველების მიერ გამოვლინდა სისხლის სამართლის 170 დანაშაული, მათ შორის: ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (სსკ-ის 236-ე მუხლი) - 59 ფაქტი; ქურდობის (სსკ-ის 177-ე მუხლი) – 20 ფაქტი; ოჯახური ძალადობის (სსკ-ის 126 პრიმა მუხლი) - 4 ფაქტი; ცემის (სსკ-ის 125-ე მუხლი) – 2 ფაქტი; ძალადობის (სსკ-ის 126-ე მუხლი) – 2 ფაქტი; ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის (სსკ-ის 260-ე მუხლი) – 50 ფაქტი; პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის (სსკ-ის 353-ე მუხლი) – 1 ფაქტი.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საპოლიციო კონტროლის დროს გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1357 შემთხვევა, მათ შორის: ნარკოტიკების უკანონო მოხმარების (ასკ-ის 45-ე მუხლი) - 50 ფაქტი; დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ის 166-ე და 173-ე მუხლები) - 31 ფაქტი; ცივი იარაღის ტარების (ასკ-ის 181 პრიმა მუხლი) – 29 ფაქტი.
"საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული იქნა შემდეგი სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: 4 ავტომატი, 12 პისტოლეტი, 2 რევოლვერი, 2 შაშხანა, 12 გადაჭრილი სანადირო თოფი, 8 სანადირო თოფი, 1 შაშხანად გადაკეთებული პნევმატური თოფი და სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო ვაზნები.
სამართლდამცველებმა ასევე ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.
საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველებმა ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის - 31, ხოლო ადმინისტრაციული სამართლდარღვევისთვის – 30 პირი დააკავეს", - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.
მკითხველის კომენტარები
(0)