საზოგადოება
10.09.2016 / 09:09
შრიფტის ზომა:

როგორ გადავამოწმოთ საკუთარი თავი ამომრჩეველთა სიაში

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა ინფორმირებისთვის სავაჭრო ცენტრ "თბილისი მოლში" აქცია, სახელწოდებით - "გადაამოწმე საკუთარი თავი ამომრჩეველთა სიაში" გამართა.

ცესკო-ს მიერ შექმნილმა ახალმა აპლიკაციამ, რომელიც 20 აგვისტოდან 7 000-მდე სწრაფი გადახდის აპარატში (Pay Box) განთავსდა, ამომრჩევლებს შესაძლებლობა მისცა გადაამოწმოს საკუთარი მონაცემები საარჩევნო სიაში. ცესკო-ს წარმომადგენლების განმარტებით, ახალი აპლიკაციით უკვე 11 000-მდე ადამიანმა ისარგებლა. სავაჭრო ცენტრ "თბილისი მოლში" გამართულ აქციაში მონაწილეობა შშმ პირებმაც მიიღეს.

როგორც ცესკო-ს წარმომადგენლები აღნიშნავენ, სწრაფი გადახდის აპარატებში არსებული აპლიკაციის გარდა, ამომრჩევლებს საარჩევნო სიაში, საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება, ვებ-გვერდ ვოტერ.ცეც.გოვ.გე-ზე, "ანდროიდის" სისტემაზე მორგებული ტელეფონისა და პლანშეტის გამოყენებითაც შეუძლიათ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ცესკო-ს მიერ შემოთავაზებული ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმების სერვისებით 10 ივნისიდან 757 605-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.

მონაცემებში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში ამომრჩეველმა 22 სექტემბრამდე წერილობით უნდა მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიას, ან იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს.

მკითხველის კომენტარები
(1)

ავთო
14 სექტემბერი , 2016 05:09

მე თუ სიაში არ ვარ მე უნდა ვირბინო?ხელფას რატომ ღებულობს ის ვისაც ევალება რომ სიაში ვიყო?

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

როგორ გადავამოწმოთ საკუთარი თავი ამომრჩეველთა სიაში | Allnews.Ge