
მე ძალიან, ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ყოველ საათში კიდევ უფრო იმედგაცრუებული ვხდები, - ამის შესახებ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, სჯეროდა, რომ საქართველოს პოლიტიკური კლასი შესძლებდა წინ კარგი ნაბიჯის გადადგმას უფრო დემოკრატიული კონსტიტუციისთვის.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"მე ძალიან, ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ყოველ საათში კიდევ უფრო იმედგაცრუებული ვხდები, ვინაიდან ძალიან მჯეროდა, რომ საქართველოს პოლიტიკური კლასი შესძლებდა წინ კარგი ნაბიჯის გადადგმას უფრო დემოკრატიული კონსტიტუციისთვის. დღეს, სამწუხაროდ, თქვენ კრიზისში ხართ. მე იმედგაცრუებული ვარ, ვინაიდან პროცესი დაბლოკილია. ამ მომენტისთვის მხარეებს შორის დიალოგს ვერ ვხედავ. ჩემი მესიჯი იქნება: ესაუბრეთ ერთმანეთს.
პრეზიდენტთან შეხვედრისას ჩვენ შევთანხმდით, რომ მნიშვნელოვანია დიალოგი იყოს", - აღნიშნა ჯანი ბუკიკიომ.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბუნებრივი არისთვის სუნის საგრძნობ მატებასთან დაკავშირწებით განცხადებას ავრცელებს. Allnews.ge "ყაზტრანსგაზ-თბილისის" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
"თბილისში გაზის სუნის საგრძნობ მომატებასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო მოსახლეობას გვინდა განვუმარტოთ, რომ შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" მიერ მუდმივად ხორციელდება ბუნებრივი აირისათვის დამახასიათებელი სუნის მიცემა სპეციალური ნივთიერების (ოდორანტის) დამატების საშუალებით, იმ მიზნით, რომ მარტივად მოხდეს ბუნებრივი გაზის გაჟონვის აღმოჩენა. ოდორიზაციის პროცესზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ოდორანტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს.
გვინდა მოვუწოდოთ მოსახლეობას სიმშვიდისაკენ, რადგან პანიკის საფუძველი არ არსებობს. აღნიშნულის გამო, შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" საავარიო-სადისპეტჩერო სამსახურის სპეციალურ ნომერზე (114), ქოლცენტრის ნომერზე (2404004), ასევე სამაშველო სამსახურის ნომერზე (112) აბონენტთა ზარებმა მკვეთრად მოიმატა. შესაბამისად, აბონენტებს ზარის მოლოდინში უწევთ მოცდა. შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" გთხოვთ, აუცილებლად დაელოდოთ ოპერატორის პასუხს.
"ყაზტრანსგაზ-თბილისი" მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს
გვინდა განვაცხადოთ, რომ არც ერთი ზარი არ დარჩება რეაგირების გარეშე და კომპანიის საავარიო სამსახური უმოკლეს ვადებში მივა დაფიქსირებულ გამოძახებაზე. შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას საავარიო ბრიგადის ადგილზე მისვლამდე გადაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის ონკანები და გაანიავონ შესაბამისი ფართი. გაუმართაობის აღმოჩენის შემთხვევაში, კომპანიის თანამშრომლები აბონენტებს უმოკლეს ვადაში, უსასყიდლოდ მოემსახურებიან"-ნათქვამია განცხადებაში.
მკითხველის კომენტარები
(1)
ვაიმეეეე!!!!!!!