01 სამშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
19.09.2016 / 12:09
შრიფტის ზომა:

საქართველოში ბავშვთა შრომაში 5-17 წლის ასაკის ბავშვების 4.2%-ია ჩართული

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, 2015 წლის ბოლოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ბავშვთა შრომის ეროვნული კვლევა ჩაატარა. ბავშვთა შრომის ეროვნული კვლევის ჩატარების მიზანს ქვეყანაში ბავშვთა შრომის მდგომარეობის, მასშტაბების, მიზეზების და შედეგების შეფასება წარმოადგენდა.

როგორც საქსტატიდან გვაცნობეს, კვლევა ემყარება გაერთიანებული ერების კონვენციას ბავშვთა უფლებების შესახებ და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნდამენტურ კონვენციებს ბავშვთა შრომის აკრძალვისა და აღმოფხვრის შესახებ. მათივე ინფორმაციით, ბავშვთა შრომა შეიცავს 5-17 წლის ასაკის ბავშვების მიერ განხორციელებულ ეკონომიკურ საქმიანობებს, რომელიც არ არის დაშვებული გაერო-ს აღნიშნული კონვენციების და ეროვნული კანონმდებლობის მიერ. ბავშვთა შრომის განმსაზღვრელ ფაქტორებს წარმოადგენს ბავშვის ასაკი, შესრულებული სამუშაოს ხასიათი, სამუშაო საათების ხანგრძლივობა და პირობები, რომელშიც სამუშაო სრულდება.

ბავშვთა შრომის ეროვნული კვლევა ჩატარებულია შსო-ის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური ჩარჩოს მიხედვით, რომლის საფუძველზე მსგავსი კვლევები ათეულობით ქვეყანაშია ჩატარებული. კვლევამ მოიცვა დაახლოებით 7700 შინამეურნეობა, რომელშიც ცხოვრობს 5-17 წლის ასაკის ბავშვი.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში ბავშვთა შრომაში ჩართულია 5-17 წლის ასაკის ბავშვების 4.2%.

ბავშვთა შრომაში ჩართული ბიჭების რაოდენობა დაახლოებით 3-ჯერ აღემატება გოგონების შესაბამის რაოდენობას.

მთლიანობაში, ეკონომიკურ საქმიანობაში (ე.ი. როგორც ბავშვთა შრომაში, აგრეთვე გაერო-ს კონვენციებით და ეროვნული კანომდებლობით დაშვებულ საქმიანობაში) ჩართულია 5-17 წლის ბავშვთა 5.8%. ქალაქის ტიპის დასახლებებლში 1.6%, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში ეკონომიკური საქმიანობით დაკავებული ბავშვთა 11.4% ცხოვრობს.

მკითხველის კომენტარები
(1)

ლუხო
21 სექტემბერი , 2016 06:09

ბავშთა ფიზიკურ დატვირთვაზე ამახვილებთ ყურადღებას კარგია, მაგრამ მათ სულიერ და მორალურ მდგომარეობაზე უFრო მეტია საფიქრალი. წარეთლის პრისპექტის 140 -ის გაგაკვეთაზე ათი -თორმეტი წლის გოგონა ოთხ-ხუთითვის ბავშატატაბს მთელი დღე ექვს რიგად მოძრავ ავტომანქანებს შორის, იქ შუქნიშანია და ცხადია გამონაბოლქვი აირების მაღალი კონცეტრაციაა, ღმერთმა დაიფაროს მძღოლს რაღაცა შეეშალოს და ბავშვების სიცოცხლე დაიდდო ცოდვად. ყოველივე ამას კი, პოლიცია გულგრილად უყურებს.

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

საქართველოში ბავშვთა შრომაში 5-17 წლის ასაკის ბავშვების 4.2%-ია ჩართული | Allnews.Ge