02 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
22.09.2016 / 12:09
შრიფტის ზომა:

თბილისში გარკვეულ ადგილებში, საცობების დროს ჰაერის დაბინძურება ზღვრულ ნორმაზე გადაჭარბებულია

თბილისში გარკვეულ ადგილებში, პიკის საათის და საცობების დროს ჰაერის დაბინძურება ზღვრულად დასაშვებ ნორმაზე გადაჭარბებულია, - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა განუცხადა, რომელიც საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაში "დღე ავტომობილის გარეშე" მონაწილეობდა.

გარემოს დაცვის მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თუ როგორია ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები თბილისში. აგულაშვილის განმარტებით, ამ პროცესს აკვირდებიან და თბილისში ჰაერის დაბინძურების შესახებ მიღებულ მონაცემებს ერთი თვის შემდეგ გაასაჯაროებენ.

თბილისის ქუჩები, სადაც ყველაზე დაბინძურებული ჰაერია

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"ავტომატურმა სადგურებმა, რომელც ჩვენ ჰაერის დაბინძურების გასაზომად ახლახანს დავამონტაჟეთ, დაიწყეს მუშაობა. გვაქვს პირველადი მონაცემები. ვაპირებთ, რომ ერთი თვის განმავლობაში დავაკვირდეთ, როგორია ეს პროცესი და შემდეგ ამ მონაცემებს გავასაჯაროებთ. ცალკეულ შემთხვევებში ვნახეთ, რომ პიკის საათებში, განსაკუთრებით იმ ადგილებში სადაც ავტოსატრანსპორტო კვანძები ისე იკვეთება, რომ ხშირად იქმნება საცობები, არის გადაჭარბებები ზღვრულად დასაშვებ ნორმებზე. შესაბამისად, ჩვენ ადეკვატური რეაგირება და რეკომენდაციები გვექნება როგორც ქალაქის მერიისადმი, ასე გვექნება სხვა სახის რეკომენდაციები", - განაცხადა მინისტრმა.

აგულაშვილის თქმით, თბილისში ჰაერის ძირითადი დამაბინძურებელი მოძველებული ავტოპარკია და აირების ემისია შემაშფოთებელია.

მკითხველის კომენტარები
(1)

ვეტერანი
04 ოქტომბერი , 2016 15:10

პლეხანოვის ჩაკეტვით კამოს ქუჩა გაიჭედა

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

თბილისში გარკვეულ ადგილებში, საცობების დროს ჰაერის დაბინძურება ზღვრულ ნორმაზე გადაჭარბებულია | Allnews.Ge