
სომხეთის მთავრობასთან არსებული ერთიანი საინფორმაციო ცენტრი მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციიდან დღემდე, აზერბაიჯანის 546 ერთეული ჯავშანტექნიკისა და 180 უპილოტო საფრენი აპარატის განადგურების შესახებ იუწყება.
"მთლიანობაში გავანადგურეთ 180 უპილოტო საფრენი აპარატი, 16 ვერტმფრენი, 20 თვითმფრინავი, 546 ერთეული ჯავშანტექნიკა, ოთხი მძიმე ცეცხლსასროლი სისტემა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც ცენტრის "ფეისბუკის" გვერდზეა განთავსებული.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
სომხეთის ხელისუფლების ცნობით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა საბრძოლო მოქმედებების დროს დაკარგა 5839 ადამიანი.
მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩამოგდებულია აზერბაიჯანის ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი, ხუთი ერთეული ჯავშანტექნიკა და ერთი თვითმფრინავი. გარდაცვლილია 350 ადამიანი.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"აუდიატორია 115"-ის წევრები 26 სექტემბერს, სწავლის დაწყების პირველ დღეს თსუ-ში აქციას გამართავენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "აუდიტორია 115"-ის წევრმა მარიამ ბაღდავაძემ განუცხადა, აქციას ექნება გამაფრთხილებელი ხასიათი და უნივერსიტეტის რექტორს მოუწოდებენ გადადგას ქმედითი ნაბიჯები მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
"26 სექტემბერს ჩვენ გავმართავთ გამაფრთხილებელ აქციას, რათა რექტორმა დაინახოს სტუდენტური ძალა და ის, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი პრინციპების დათმობას. ჩვენ მოვითხოვდით უნივერსიტეტში ხარისხიან განათლებას, ასევე თვითმმართველობის რეფორმას და უნივერსიტეტში "ოდეერების" ინსტიტუტის გაუქმებას. ჩვენი ეს მოთხოვნები კვლავ ძალაში რჩება", - განაცხადა მარიამ ბაღდავაძემ.
მკითხველის კომენტარები
(0)