
ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" ევროპაში ტერაქტების მოსამზადებლად სულ მცირე 400 მებრძოლი მოამზადა. ამის შესახებ სააგენტო Associated press-ი ევროპული ქვეყნებისა და ერაყის სადაზვერვო სამსახურებზე დაყრდნობით წერს.
სააგენტოს ცნობით, მებრძოლები თავად აირჩევენ თავდასხმების ადგილსა და დროს.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
წყაროს თანახმად, მათ ერაყის, სირიისა და შესაძლოა, ზოგიერთი პოსტსაბჭოური ქვეყნების ტერიტორიაზე ამზადებენ, ასწავლიან ბრძოლის წარმოების სტრატეგიას, დაზვერვისა და კონტრდაზვერვის მეთოდიკას.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
დავით ნარმანია - ძალიან მოკლე დროში უხვი ნალექი მოვიდა, შესაბამისად, ქალაქის ცალკეულ უბნებში გადაადგილება გაძნელდა დავით ნარმანიას განცხადებით, წვიმის ინტენსიური ნალექის გამო გუშინ თბილისში გადაადგილება განსაკუთრებით 20-30 წუთის განმავლობაში გაძნელდა. ამის შესახებ დავით ნარმანიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც გუშინ დედაქალაქში წარმოქმნილი საცობების გამო კომენტარი გააკეთა.
"ძალიან მოკლე დროში ძალიან უხვი ნალექი მოვიდა. შესაბამისად ქალაქის ცალკეულ უბნებში გადაადგილება ჭირდა, თუმცა ძირითადად მწვავე მაინც იყო 20-30 წუთი, როცა ნალექი ინტენსიურად მოდიოდა, მას შემდეგ რაც სანიაღვრე სისტემამ ეტაპობრივად გაიწოვა, გზებზე არსებული წყალი, შემდეგ უკვე მოძრაობა განიტვირთა. გუშინ ღამის განმავლობაში ინტენსიურად მუშაობდა ჩვენი სამსახურები და გაიწმინდა ის მასალა, რაც ჩამონატანის სახით უხვმა ნალექმა გზებზე დააგროვა", - აღნიშნა ნარმანიამ.
მისივე თქმით, დღეს დილიდან ქალაქში გადაადგილების პრობლემა არსად არ არის.
მკითხველის კომენტარები
(0)